ქუთაისში ქვეითად მოსიარულე ორ ქალს ავტომობილი დაეჯახა
ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ირაკლი აბაშიძის გამზირზე მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულე ორ ქალს დაეჯახა. ადგილზე საპატრულო და სამედიცინო დახმარების ჯგუფები იმყოფებოდნენ. დაშავებულები საშუალო სიმძიმის დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
"მანქანა მაღალი სიჩქარით არ მოძრაობდა, მაგრამ წესები ქვეითად მოსიარულეებმა დაარღვიეს, ზებრა გადასასვლელზე არ გადადიოდნენ,"--აცხადებს ფაქტის თვითმხილველი.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა



14:39
12:35
14:08
















