|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლას წარუმატებლად აფასებენ

აზიურ ფარაოსანასთან ბრძოლას წარუმატებლად აფასებენ.  არასამთავრობო ორგანიზაცია " საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრის" ხელმძღვანელი სულხან ქობულაძე განმარტავს, რომ ფაროსანასთან ბრძოლა ჩავარდა. მისი განმარტებით, ხელისუფლების მიერ ფაროსანას წინააღმდეგ დახარჯულმა მილიონებმა შედეგი არ გამოიღო. 

"ამ შეწამლვებმა შედეგი ვერ მოგვცა. ბრძოლა ჩავარდა. ფაროსანები შემოდიან სახლებში და მასიური შემოტევაა. ხეებზე ვეღარ ნახავთ ვერც ერთ ნაყოფს. არაერთი მაგალითი  შემიძლია დაგისახელოთ. ადამიანი წავიდა ქალაქიდან.  გააშენა თხილის პლანტაციები, თხილის ორ ტონა მოსავალს ელოდებოდა წელს, თუმცა ერთი კილო მოსავალი ვერ მიიღო და ქალაქში დაბრუნდა. თუ ხელისუფლება მიდგომებს არ შეცვლის, ხალხი მოსავალს აღარ დათესავს,"-აცხადებს სულხან ქობულაძე.

 

 

ავტორი: ნიუპრესი