|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ღონისძიებებით აღინიშნება

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნა ქუთაისში დილიდან დაიწყო. 

დღევანდელი დღე ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებმა, ირაკლი შენგელიამ და რამაზ ჩხიკვაძემ იმ ბავშვებს მიულოცეს, რომლებმაც მძიმე დაავადება დაამარცხეს. 

 ბავშვებს უმასპინძლეს  იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაშიც, მათ სახალისო აქცია აქცია თანამშრომლების შვილებისთვის  გამართეს.  გუბერნიის სხდომათა დარბაზში ბავშვებმა სიმბოლურად თათბირი გამართეს.

სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციამ 1 – ლი ივნისს ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს მიულოცა.

ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ კი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე სმენადაქვეითებულ ბავშვებთან ერთად აღნიშნა.  მერი ქუთაისის #45 სპეციალიზებულ სკოლაში, სადაც მოსწავლეები ჟესტების ენას სწავლობენ. 

 ღონისძიებები  ქალაქში მთელი დღე გაგრძელდება.  ბ.გაბაშვილის სახელობის კულტურისა და დასვენების პარკი ქუთაისის მერიის მხარდაჭერითა და ფინანსური უზრუნველყოფით უფასოდ მოემსახურება ბავშვებს.

14:00 საათიდან  ცენტრალურ ბაღში ნიღბებისა და კოსტუმირებული პერსონაჟების წარმოდგენა გაიმართება. 

16:00 საათზე  გალერეაში „ვარლა“ ახალგაზრდული ცენტრის სამხატვრო სტუდიის ბავშვების ნამუშევრთა გამოფენა „ცა ყველასთვის ერთია“.

15:00 საათზე დისტანცია ავტოქარხნის ხიდიდან კიკვიძის სკვერამდე გარბენი 3 კმ.-იან დისტანციაზე „სიცოცხლე - მოძრაობაა!“ მოეწყობა, რომელშიც სსიპ გ. კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის აღსაზრდელების და ქუთაისის საჯარო სკოლების X-XI-XII მოსწავლეები მიიღებენ  მონაწილეობას.

 

  

 

ავტორი: ნიუპრესი