ქუთაისში დევნილთა დასახლების მიმართულებით ტრანსპორტი დაინიშნება
ქუთაისის მერია ტრანსპოტრის დანიშვნის შესახებ მოსახლეობის თხოვნას ეხმაურება. "განხილული იქნა ჭონქაძის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობის განცხადება. მოსახლეობამ აღნიშნულ ქუჩაზე ტრანსპორტის დანიშვნა მოითხოვა. მერიაში იმსჯელეს და გადაწყდა, რომ შესაძლებელია M1 კატეგორიის N101 სვლაგეზის დაგრძელება და ჭონქაძის ქუჩაზე შემოსვლა, რისთვისაც საჭიროა ადაპტირებული გრაფიკების შექმნა. აღნიშნული ხელს შეუწყობს მოსახლეობის გადაადგილების პრობლემის მოგვარებასა და სვლაგეზის რენტაბელურობის შენაჩუნებას. უახლოეს დღეებში ტრანსპორტის განყოფილების თანამშრომლები შეხვდებიან მოსახლეობას და მათთან ერთად გადაწყდება ოპტიმალური გრაფიკების შერჩევა", - ნათქვამია ქუთაისის მერიის განცხადებნაში.
შეგახსენებთ, ჭონქაძის #52 მდებარე დევნილთა დასახლების მცხოვრებლები საზოგადოებრივი ტრანსპორტის დანიშვნას კარგა ხანია, ითხოვენ. მათი განცხადებით, ტრანსპორტის დანიშვნის თხოვნაზე ქუთაისის მერიისგან უარი მიიღეს. მოსახლეობის თქმით, მათ დასახლებიდან 2 კილომეტრის ფეხით გავლა უხდებათ.
პრობლემა ჟურნალისტებს "ახალგაზრდული პოლიტიკური ცენტრი –გირჩმა" გააცნო.
"დაასახელოს მერიამ არგუმენტი და მიზეზი, თუ რატომ არ ეხმარება ამ ადამიანებს და რატომ არ ასრულებს ადგილობრივი თვითმმართველობა მის ფუნქციას? კიდევ ერთხელ მივმართავთ ადგილობრივ ხელისუფლებას, შეისწავლოს ამ ადამიანთა მოთხოვნები და საჭიროებები",- აცხადებდა ორგანიზაციის ქუთაისის ხელმძღვანელი თემურ ცამციშვილი.
ავტორი: ნიუპრესი



11:46
22:32
19:44
20:45
16:10
















