ქუთაისში ფიზიკა- მატემატიკური სკოლა-პანსიონის აღდგენა იგეგმება
ქუთაისში ფიზიკა- მატემატიკური სკოლა- პანსიონის აღდგენა იგეგმება. ამის შესახებ ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ ქალაქის სტრატეგიული განვითარების გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა. ქუთაისი უნდა იქცეს რეგიონში განათლების ცენტრად, ამისათვის ერთ-ერთ მიმართულებად ფიზიკა- მატემატიკური სკოლა - პანსიონის აღდგენა დასახელდა.
"ანდრია რაზმაძის სახელობის ფიზიკა- მათემატიკურ სკოლას აქვს დიდი ტრადიციები, თუმცა საჭიროა მეტი მხარდაჭერა და ტექნიკური ლაბორატორიების მხრივ აღჭურვა. პანსიონად გარდაქმნა კი საშუალებას მისცემს რეგიონის საუკეთესო მოსწავლეებს ქუთაისში ისწავლონ და წარმატებას მიაღწიონ"-აღნიშნა შოთა მურღულიამ.
ქალაქის სტრატეგიული განვითარების გეგმა 2020 წლის პერიოდამდე არის გათვლილი.
ავტორი: ირინა მაკარიძე


17:22
16:31
14:20
12:16
















