|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში საახალწლო გალაკონცერტი 21 საათზე დაიწყება

ქუთაისში საახალწლო  კონცერტისათვის მზადება ამ დრომდე გრძელდება. ცენტრალურ მოედანზე სცენის მონტაჟი დასასრულს უახლოვდება.  კონცერტი 21:00 საათზე დაიწყება, დაუკრავს ფლეშ-მობი DJ - ZAPPA. 21:30 საათიდან ღამის საახალწლო გალა-კონცერტს ეთნო ჯაზ-ჯგუფი „ეგარი“ გააგრძელებს, კონცერტში მონაწილეობას მიიღებს "Young Georgian Lolitaz – Room“. ახალი წლის დადგომა კი, ტრადიციულად, მრავალჟამიერითა და საახალწლო ფოიერვერკით აღინიშნება.

ამ დროისთვის ქუთაისში თოვლის ბაბუის შემოსვლას ზეიმობენ. დაგეგმილია არაერთი ღონისძიება ბავშვებისათვის. საახალწლო ღონისძიებები ქალაქში 8 იანვრამდე გაგძელდება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა