|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში, კორპუსის მესამე სართულიდან 2 წლის ბავშვი გადმოვარდა.

ქუთაისში, ხარებავას ქუჩაზე ერთ-ერთი კორპუსის მესამე სართულიდან ბავშვი გადმოვარდა. 2 წლის გოგონას სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

თვითმხილველების თქმით, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად ბავშვი ჯერ მეზობლის აივნის სახურავს დაეცა, შემდეგ კი ძირს დავარდა.

„საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა, ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ბედნიერები ვართ, რომ პატარას ცელქობა ტრაგედიით არ დასრულდა”, – ამბობს თვითმხილველი.

ავტორი: ნიუპრესი