ქუთაისში მართლმადიდებლური სკოლის გახსნა იგეგმება
საკრებულოს კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარის ირმა პეტრიაშვილის განცხადებით, ქუთაისში მართმადიდებლური სკოლის გახსნა იგეგმება. მართმადიდებლური სკოლის მოწყობა ყოფილ #27 საჯარო სკოლის შენობაში გადაწყდა. პეტრიაშვილის განმარტებით, აღნიშნული მოთხოვნით მოსახლეობამ მიმართა, რის შემდეგაც შეგროვდა ხელმოწერები.
"მოსახლეობის მოთხოვნა იყო #27 სკოლის შენობაში, რომელიც არ ფუნქციონირებს, მოწყობილიყო მართლმადიდებლური სკოლა. მოთხოვნის შემდეგ შევაგროვეთ ხელმოწერები, რის საფძველზეც შენობა საპატრიარქოს გადაეცა და იდეა სულ მალე განხორციელება", - აღნიშნა ირმა პეტრიაშვილმა.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი



11:46
22:32
19:44
20:45
16:10
















