ქუთაისში მდებარე პარლამენტის სასახლიდან ინვენტარი გააქვთ [VIDEO]
ქუთაისში მდებარე პარლამენტის სასახლიდან ინვენტარი გააქვთ. ადგილზეა სატვირთო ავტომობილი.
მუშების ინფორმაციით, სამუშაოები ორი დღის წინ დაიწყო და შენობიდან გაიტანეს სავარძლები, მაგიდები და სხვა სახის ავეჯი.
შეგახსენებთ, ახალი რეგლამენტით, პარლამენტის ადგილმდებარეობის ადგილად თბილისი განისაზღვრა და საგაზაფხულო სესია თებერვალში თბილისში გაიხსნება.
ქუთაისში მდებარე შენობაში საპოლიციო ჰაბი განთავსდება, თუმცა, როდის დაიწყებს ფუნქციონირებას დაზუსტებული არაა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა




14:35
13:33
14:39
12:35
















