ქუთაისში მდინარე რიონმა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დატბორა
ქუთაისში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა. მდინარე რიონი კალაპოტიდან გადმოვიდა და ვარლამიშვილის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლები დატბორა.
საცხოვრებელი სახლების პირველი სართულეზე ავეჯი და ტექნიკა დაზიანდა. ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ. "ღამე სად გავათიოთ არ ვიცი, საშინელი წყლის ტალღა შემოვარდა, ორი დღის წინ დავასრულე რემონტი, ყველაფერი წყალმა დამიზიანა",- აცხადებს დაზარალებული.
ავტორი:
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა