ქუთაისში მერთან შესახვედრად მისული სოციალური საცხოვრისის ბინადრები ცუდად გახდნენ
ქუთაისში, სოციალური საცხოვრისის ბინადრები მერიის წინ შეიკრიბნენ და მერიის მაღალჩინოსნებთან შეხვედრას ითხოვენ. ისინი შენობაში არსებულ პრობლემებზე საუბრობენ და ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართს ითხოვენ. მათი განცხადებით, შენობაში ყოფნით მათ საფრთხე ექმნებათ.
ორი მათგანი ცუდად გახდა და სასწრაფო სამედიცინო დახმარებას გამოუძახეს.
საცხოვრისის მცხოვრებლებთან შეხვედრაზე მზადყოფნას გამოთქვამს მერის მოადგილე იუზა უგლავა, თუმცა მოქალაქეები ვიცე-მერთან შესვლას ჟურნალისტის გარეშე არ აპირებენ.
მათი თქმით, იუზა უგულავას უკვე შეხვდნენ და მისი პასუხიც იციან, ამიტომ მერთან შეხვედრას მოითხოვენ.
მობინადრეების თქმით, არ არიან თანახმა, რომ საცხოვრისში სამუშაოები ჩატარდეს და ამით დაკმაყოფილდნენ, მათი მოთხოვნა მხოლოდ შენობიდან გაყვანაა..
ავტორი: ირინა მაკარიძე
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა