ქუთაისში "მშვიდობის მოედანი" მოეწყობა
ქუთაისის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობის კომისიამ განიხილა საკითხი ქუთაისში, ი.ჭავჭავაძის გამზირისა და ა.ხორავას ქუჩების გადაკვეთაზე არსებულ მოედანისათვის „მშვიდობის მოედნის“ სახელის მინიჭების შესახებ. აღნიშნულ მოედანზე გასულ წელს ტრანსპორტის მოძრაობის რეგულირებისათვის წრიული " უსაფრთხოების კუნძული" მოეწყო. მოედანი N 31 საჯარო სკოლასთან მდებარეობს.
ადგილისათვის მშვიდობის მოედნის დარქმევის ინიციატივა "მშვიდობისა და მეგობრობის კლუბის" დამფუძნებელს, ბესიკ ადამიას ეკუთვნის. ამ იდეის თანახმად, მოედანზე "მშვიდობის ბურთი" უნდა დაიდგას.
საკრებულოს პრესსამსახურის განმარტებით, კომისიამ მხოლოდ სახელწოდების საკითხი განიხილა, რაც შეეხება მოედანზე რაიმე კონსტრუქციის მშენებლობას, ეს საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება. საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება ქალაქის საკრებულოს პრეროგატივაა.
როგორც ბესიკ ადამიამ "ნიუპრესს" განუცხადა, აპირებს თვითმმართველობას განცხადებით მიმართოს და თხოვოს, რომ აღნიშნულ მოედანზე, მშვიდობასთან დაკავშირებული სიმბოლიკა განთავსდეს. მისი თქმით, ეს შეიძლება იყოს როგორც "მშვიდობის ბურთი", ასევე ევროვავშირის ენებზე დაწერილი სიტყვა "მშვიდობა".
შეგახსენებთ, ბესიკ ადამიას სახელს უკავშირდება ქუთაისში "დედაენის ძეგლის" რესტავრაცია. მან ამ მოთხოვნით თვითმართველობას მიმართა, რის შემდეგაც საკითხი დადებითად გადაწყდა.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა