|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში, პოლიციის განყოფილების გვერდით ტანსაცმლის მაღაზია გატეხეს

ქუთაისში, გრიშაშვილის ქუჩაზე პოლიციის მე- 5 განყოფილების გვერდით ტანსაცმლის მაღაზია გატეხეს. ობიექტზე დილით მისულ მეპატრონეს, კარი გაღებული, ტანსაცმელი დაყრილი და მაგიდის უჯრაში არსებული პირადი ნივთები წაღებული დახვდა.

დაზარალებულის თქმით, მან სამართალდამცველებს თავად მიმართა.

შინაგან საქმეთა ინფორმაციით, მხილებულია ორი არასრულწლოვანი. მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა