ქუთაისში რობი კუხიანიძის საღამო გაიმართება
11 მარტს ქუთაისელი მსმენელისათვის რობი კუხიანიძე იმღერებს. მომღერალი ქუთაისში "ახალი პოლიტიკური ცენტრის–გირჩის" ორგანიზებით ჩამოდის.
ღონისძიება 19 საათზე გ. ტაბიძის #19 გაიმართება.
ღონისძიებაზე დასწრება შეუძლია ნებისმიერს, ვინც 8 მარტიდან იზრუნებს მოსაწვევების მიღებაზე.
რობი კუხიანიძე პანკ-როკ ჯგუფის -"Outsider" დამაარსებელი და ლიდერია. მან ეს ჯგუფი 90-იან წლებში ქუთაისში ჩამოაყალიბა და საკმაო წარმატებითაც სარგებლობდა.
ცნობილია მისი კომპოზიციები: "ქალაქში ბნელა", "დიმპიტაური", "ტაია", "ტანგო"...
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.11%
გაუარესდა - 53.44%
არ შეცვლილა - 11.45%
სულ - 131 ხმა


17:22
16:31
14:20
12:16
















