ქუთაისში, რუსთაველის გამზირის გზის საფარის აღდგენა იგეგმება
ქუთაისში, რუსთაველის გამზირის გზის ა/ბეტონის საფარით მოწყობა იგეგმება. მერია სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისათვის ტენდერს აცხადებს.
ტენდერში გამარჯვებულმა ორგანიზაციამ 3 წლის განმავლობაში საჭიროების შემთხვევაში პროექტში ცვლილებები უსასყიდლოდ უნდა შეიტანოს. მერია ამ მომსახურებისათვის 11 ათასი ლარის დახარჯვას გეგმავს.
ასევე ტენდერი გამოცხადდა გუგუნავას ქუჩის გზის ა/ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მიზნით. -აღნიშნული პროექტს მერია 10 ათას ლარად შეისყიდის.
ქუთაისის მერიაში ვერ აკონკრეტებენ, როდის დაიწყება აღნიშნული ქუჩების რეაბილიტაცია, სამუშაოები, შესაძლოა, მომავალ წელს შესრულდეს.
ავტორი: ნიუპრესი