ქუთაისში ღვაწლმოსილი მძღოლები დააჯილდოვეს
ქუთაისში ღვაწლმოსილი მძღოლები დააჯილდოვეს. ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით მძღოლების პროფესიული დღე ხარაზოვის ბაღში აღინიშნა.
ქალაქის მერის მოადგილემ კონსტანტინე ქავთარაძემ ღონისძიების მონაწილეებს დღევანდე დღე მიულოცა. მან 5 ღვაწლმოსილ მძღოლს სიგელები გადასცა.
"ქალაქის მერიის მიერ დაიგეგმა ღონისძიება, რომ მძღოლების პროფესიული დღე აღნიშნულიყო. ღონისძიებაში მონაწილეობს საზოგადოებრივი ტრანსპორტის, სახანძროსა და სასწრაფოს მძღოლები, რომლებსაც დღევანდელი დღე მივულოცეთ, ხოლო 5 ღვაწლმოსილი მძღოლი სიგელებით დავაჯილდოვეთ",-განაცხადა კონსტანტინე ქავთარაძემ.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.11%
გაუარესდა - 53.44%
არ შეცვლილა - 11.45%
სულ - 131 ხმა



11:18
11:17
11:11
19:33
12:47
















