|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში საპარლამენტო არჩევნების გაყალბება აქციით გააპროტესტეს

არ ვეგუებით რუსეთს-ამ მოწოდებით აქცია გაიმართა ქუთაისში. მოქალაქეებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მერიასთან შეიკრიბნენ და არჩევნების შედეგები გააპროტესტეს. მათი თქმით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები არ გამოხატავს ხალხის განწყობას და მიტაცებულია მმართველი გუნდის მიერ.

აქციის მონაწილეების თქმით, არ შეეგუბიან და პროტესტი გაგრძელება.

"ბევრი ქუთაისელი წავიდა დღეს თბილისში და ჩვენ სიმბოლურად შევიკრიბეთ, რათა გამოვხატოთ პროტესტი. ეს არჩევანები არის მიტაცებული, ბევრი ადამიანია გაბრაზებული, ეს იყო კარგად დაგეგმილი სპეცოპერაცია და არ შევეგუებით, პროტესტი გაგრძელება", - განაცხადა ხვიჩა ვაშაყმაძემ.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა