ქუთაისში სოციალურად დაუცველებს უფასო გამოკვლევები ჩაუტარდებათ
ქუთაისში შეჭირვებული მოქალაქეების უფასო სამედიცინო მომსახურების გაწევისათვის მემორანდუმი დავით ნაზარიშვილის სახელობის საოჯახო მედიცინის ცენტრსა და ქუთაისის მერიას შორის გაფორმდა. ცენტრი ყოველი თვის პირველ შაბათს, შეჭირვებულ მოსახლეობას უფასო გამოკვლევას ჩაუტარებს.
"ძალიან კარგი მემორანდუმი გაფორმდა. ეს არის კეთილი ნება, რომელიც გამოიჩინა ცენტრის დირექტორმა. ასეთი ტიპის დახმარება ჩვენი სოციალურად შეჭირვებული მოსახლეობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია",-აღნიშნა ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ.
"ნაზარიშვილის კლინიკას ქველმოქმედება დღეს არ დაუწყია, ჩვენ სისტემატურად ვატარებთ სხვადასხვა აქციებს. ვმონაწილეობთ საკმაოდ სერიოზულ და ინიცირებულ პროგრამაში, რომელსაც ქვია "ჯანსაღი იმერეთი" და იმერეთის რეგიონის მასშტაბით ხდება ტელემედიცინის დანერგვა. მერიასთან გაფორმებული მემორანდუმი გულისხმობს უფასო მომსახურეობას და ჩვენ მზად ვართ, ყველა სოციალურად დაუცველ მოქალაქეს აღმოვუჩინოთ დახმარება", – აღნიშნა მერაბ კვიცარიძემ.
ცენტრში სოციალურად დაუცველები სრულ ამბოლატორულ მომსახურებას მიიღებენ, ჩატარდება ლაბორატორიულ– ექოსკოპიური და სხვა სახის გამოკვლევები.
გამოკვლევისთვის საჭირო თანხებს სრულად აანაზღაურებს ცენტრი.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი



11:46
22:32
19:44
20:45
16:10
















