|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისში ტურისტების რაოდენობა 76 პროცენტით გაიზარდა"

ქუთაისის ტურიზმის ცენტრმა ერთწლიანი მუშაობის ანგარიში წარადგინა. ცენტრის ადმინისტრაციამ იმ პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც ტურიზმის ცენტრის ააიპად ჩამოყალიბების შემდგომ განხორციელდა.

ცენტრის ხელმძღვანელის პაატა ლილუაშვილის თქმით, 6 თვის მონაცემებით, ტურისტთა რაოდენობა 76%-ით არის გაზრდილი, რაც ერთგვარად დაკავშირებულია საერთაშორისო გამოფენებსა და მედია ტურებთან.

„შეგვიძლია ვთქვათ, რომ 76%-იანი ზრდა გვაქვს ტურისტების მხრივ. ივლისის ჩათვლით დაახლოებით 6600 ტურისტს მოემსახურა ჩვენი ცენტრი, ეს დაკავშირებულია მეტწილად, საერთაშორისო გამოფენებთან და მედია ტურებთან, რომელთა მეშვეობითაც ვახდენთ ქალაქის პოპულარიზაციას. ერთ წელიწადში 10 გამოფენა და 8 მედია ტური გაიმართა“, - განაცხადა პაატა ლილუაშვილმა.

ანგარიშში, ასევე საუბარია იმ პროექტებზე, რომელთაც ააიპი წლის განმავლობაში გეგმავს. მზადდება ვებ გვერდი, სადაც დატანილი იქნება ყველა ინფორმაცია ცენტრის მუშაობის, ასევე ტურისტული ლოკაციების და ობიექტების შესახებ.

ანგარიშს ადგილობრივი ხელისუფლება, არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.  

ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, ტურიზმი ქალაქისთვის მნიშვნელოვანია, რისთვისაც ქალაქი ყოველწლიურად ემზადება.

„ტურიზმი ქალაქისთვის მნიშვნელოვანია, რისთვისაც ქალაქი ყოველწლიურად ემზადება. ვახორციელებთ პროექტებს, რომ საინტერესო იყოს ტურისტისთვის.  რაც მეტხანს გავაჩერებთ ქალაქში ტურსტს, ეს უფრო მომგებიანი იქნება ქალაქისთვის“-განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ. მისი თქმით, სწორედ ტურიზმის განვითარების მიზნით იგეგმება არაერთი პროექტი.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა