ქუთაისში ერთობლივი ხატვის აქციით ეიჯიზმი გააპროტესტეს
ქუთაისში "მადლიერების სახლში" ახალგაზრდული ცენტრის სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა ხანდაზმულ ადამიანებთან ერთად ხატვის აქცია გამართეს, რითაც ეიჯიზმი (ასაკობრივი დისკრიმინაცია) გააპროტესტეს.
ახალგაზრდული ცენტრის ნატალი პატარიძის თქმით, მათ მიზანს სტერეოტიპების გაპროტესტება წარმოადგენს.
"ეიჯიზმი თანამედროვე მსოფლიოში დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმაა, რასაც ვაპროტესტებთ, ჩვენი სასახლის მოსწავლეებმა ხანდაზმულ ადამიანებთან ერთად შეასრულეს ნახატები, რაც ძალიან საინტერესო და სასიამოვნო პროცესი იყო", -განაცხადა ნატალი პატარიძემ.
აქციის ფარგლებში ეიჯიზმის თემაზე ერთობლივი ნახატები შეიქმნა.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა