ქუთაისში ხეების დარგვის აქცია მოეწყო
2015 წლის 13 ივნისს თბილისში განვითარებული მოვლენებიდან 4 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით, ქუთაისში ხეების დარგვის აქცია მოეწყო, რომლის ორგანიზატორი ქართულ -ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესი“ არის.
სკოლის მოსწავლეებმა საზოგადოებას ამ აქციით მოუწოდეს, ნუ მოჭრიან ხეებს და გაუფრთხილდნენ ბუნებას, რადგან მსგავსი ტრაგედიები კვლავ არ განმეორდეს.
ღონისძიებას ქუთაისის მაჟრიტარი დეპუტატი გენადი მარგველაშვილი ესწრებოდა.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა