|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქვეყანაში გამოვლენილი გრიპის შემთხვევების 70 % ჰონგ-კონგის ვირუსია

ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებს შორის 70% არის გრიპის ვირუსი, ამ 70 %-ში წამყვანია H3N2, ე.წ. ჰონგ-კონგის ვირუსი - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“   განაცხადა.

როგორც ჩხაიძე აღნიშნავს, გასული წლის ამ პერიოდთან შედარებით მიმართვიანობა საკმაოდ გაზრდილია.

„ქვეყანაში გრძელდება გრიპის ვირუსის დომინაცია, ასევე გრძელდება გრიპის ვირუსის შედარებით ახალი ფორმის H3N2 ტიპის ვირუსის უპირატესობა. ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებს შორის 70% არის გრიპის ვირუსი, ამ 70%-ში წამყვანია H3N2 ტიპის ვირუსი, ე.წ. ჰონგ-კონგის ვირუსი.

ადრეა ჯერ იმის თქმა, რომ ქვეყანაში გრიპის გავრცელების პიკი იყო. თუ გასულ წელს შევადარებთ, არის თუ არა ინფიცირების მაჩვენებელი უფრო მეტი, ვიდრეს გასულ წელს, ჯერ არა, გასულ წელს, თებერვლის თვეში, ინფიცირების მაჩვენებელი უფრო მაღალი იყო, ვიდრე ახლა არის. ჯერ, ქვეყანაში გრძელდება გრიპით ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი, ძირითადად არის H3N2 ტიპის ვირუსი. ამბულატორიულ და სტაციონარულ დაწესებულებებს ყველაზე მაღალი ციფრისთვის ჯერ არ მიუღწევია, მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელთან შედარებით, მაჩვენებელი ცოტა მეტია“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

გრიპის ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია: მაღალი ტემპერატურა, თავისა და ყელის ტკივილი, საერთო სისუსტე. აღნიშნული ნიშნების გამოვლენისთანავე რეკომენდებულია ექიმთან დროული მიმართვა.

განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებენ რისკ ჯგუფებს – მცირეწლოვან ბავშვებს, 65 წელს გადაცილებულ პირებსა და ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებს.

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა