რა არის iCash რა გავლენას ახდენს ონლაინ მაღაზიების მუშაობაზე?
თუ გაქვთ ონლაინ მაღაზია და უკვე შეკვეთებს ვეღარ აუდიხართ, დროა iCash-თან მოახდინოთ მისი ინტეგრაცია, რათა მუშაობის პროცესი ეფექტური და სასიამოვნო გახადოთ, მომხმარებელი კი მუდამ კმაყოფილი დატოვოთ.
icash.ge - ეს არ არის მხოლოდ სავაჭრო პროგრამა, ეს არის ავტოპილოტი თქვენი ბიზნესისთვის, რომელიც გეხმარებათ მართოთ ბიზნესპროცესები მარტივად, გქონდეთ ყველა სახის ინფორმაციაზე წვდომა და დაუტოვოთ მომხმარებლებს თქვენთან ურთიერთობის კარგი გამოცდილება.
როგორ ამარტივებს iCash პროცესებს?
თქვენი ონლაინ მაღაზიის ინტეგრაცია iCash -თან გაძლევთ საშუალებას, რომ მარტივად აკონტროლოთ შეკვეთები და გაყიდვები პროგრამის პანელიდან, ავტომატიზებული სისტემის დახმარებით მომხმარებელს ელ-ფოსტაზე გაუგზავნოთ შენაძენის ინვოისი ყველანაირი გართულების გარეშე. შედეგად - არანაირი დაკარგული ინვოისები, მხოლოდ მოსახერხებელი ფუნქციონალი.
გარდა ამისა, როცა iCash- ის ინტეგრაცია ხდება ონლაინ მაღაზიასთან ინვენტარის შესახებ ინფორმაცია ავტომატურად გენერირდება და შემდეგ უკვე პროგრამა ავტომატურად მართავს და აკონტროლებს ნაშთებს
პროგრამის დახმარებიათ ასევე შესაძლებელია ფასების განსაზღვრა, აქციების, ფასდაკლებების და ასევე სპეციალური ლოიალობის პროგრამის შექმნა მომხმარებლებისთვის.
აქვეა იმ ფუნქციების ჩამონათვალი, რომელსაც უზრუნველყოფს აიქეში თქვენი ონლაინ მაღაზიის გამართული მუშაობისთვის, ესენია:
- POS აპლიკაცია ვინდოუსსა და ანდროიდზე, იმისთვის რომ მართოთ ფისკალური მოწყობილობები და ქვითრების ელექტრონული ვერსიები
- ელექტრონული ქვითრების ელ-ფოსტით ავტომატურად გაგზავნა გადახდის მეთოდების შესაბამისად
- ნაშთის ავტომატური შემცირება შეკვეთის განხორციელების შემდეგ
- ელექტრონული ქვითრის დადასტურების შესაძლებლობა
- ონლაინ პლატფორმა შეკვეთების მისაწოდებლად
- ინვოისების ავტომატური გაცემა
წვდომა ნებისმიერ ოპერაციაზე
გაყიდვებში წარმატებისთვის საჭიროა ბიზნესის სწორად მართვა, სტატისტიკებისა და რეპორტების ანალიზი შეცდომების გამოსასწორებლად და ახალი წარმატებული ნაბიჯების გადასადგმელად.
iCash გაძლევთ საშუალებას, აკონტროლოთ თქვენი ბიზნესი ნებისმიერი ადგილიდან, განახორციელოთ მიღებები, მართოთ გაყიდვები და მარაგები ქლაუდზე დაფუძნებული სისტემით, რაც გულისხმობს, რომ თქვენ გაქვთ შესაძლებლობა თვალი ადევნოთ თქვენი ონლაინ მაღაზიის აქტივობებს, მობილური ტელეფონითაც კი მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან, სადაც ინტერნეტია.
ასევე, iCash უზრუნველყოფს, რომ მუდმივად გქონდეთ წვდომა ყველა სახის რეპორტზე და ფინანსურ ანალიზზე!
მისი დახმარებით შეგიძლიათ მართოთ და აკონტროლოთ გაყიდვების და მიწოდებების ისტორია, მიიღოთ რეპორტები და ანალიზი პროდუქტების მოძრაობაზე, ხარჯებზე, შემოსავლებზე და ბევრ სხვა თქვენთვის მნიშვნელოვან და საჭირო ინფორმაციაზე.
თუ გსურთ, რომ მარტივად იმუშაოთ და მუდმივად თან გსდევდეთ წარმატება, iCash უნდა გახადოთ თქვენი ბიზნესის თანამგზავრი.
ავტორი: