|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რა დოკუმენტებია საჭირო ბიზნეს სესხის მისაღებად

თუ არსებული ბიზნესის გაფართოებას ან ახალი იდეის განხორციელებას აპირებთ, ალბათ, უკვე გიფიქრიათ იმაზეც, თუ სად უნდა მოიპოვოთ რესურსები და დაფინანსება.

ამ დროს კარგი გამოსავალია MBC-ის ბიზნეს სესხი, რომელიც შექმნილია იმისათვის, რომ მცირე და საშუალო მეწარმეებმა გამარტივებულად მიიღონ საჭირო თანხა საქმიანობის განვითარებისთვის.

თუმცა, სანამ სესხის განაცხადს შეავსებთ, მნიშვნელოვანია იცოდეთ, რა დოკუმენტებია საჭირო ამ პროცესისთვის და როგორ მოემზადოთ წინასწარ.

რატომ ითხოვენ ფინანსური ორგანიზაციები დოკუმენტებს?

სესხის გაცემამდე ყველა საფინანსო ორგანიზაცია აფასებს ბიზნესის მდგომარეობას და გადახდისუნარიანობას. სწორედ ამიტომ ითხოვენ დოკუმენტებს, რომლებიც აჩვენებს, რამდენად სტაბილურია თქვენი საქმიანობა. 

  • დოკუმენტების წარმოდგენა ეხმარება ორგანიზაციას შეაფასოს თქვენი შემოსავალი, ხარჯები და საერთო ფინანსური რისკები. ეს პროცესი მხოლოდ ფორმალობა არ არის.
  • წარდგენილი დოკუმენტაცია რეალურად ზრდის სესხის მიღების შანსს და ამცირებს პროცედურის დროს.



რა დოკუმენტებია საჭირო ბიზნეს სესხის მისაღებად

სხვადასხვა ფინანსური  ორგანიზაციის მოთხოვნები შეიძლება ერთმანეთისგან განსხვავდებოდეს. მაგალითად, მიკრობანკები ნაკლებ ბიუროკრატიულ პროცედურებს გთავაზობენ ბანკებთან შედარებით და მოთხოვნილი დოკუმენტების ჩამონათვალი მიახლოებით ასე გამოიყურება: 

  • ბიზნესის მფლობელის თუ თვითდასაქმებული პირის საიდენთიფიკაციო დოკუმენტი; 
  • ბიზნესის რეგისტრაციის მოწმობა ან ინდ-მეწარმის სერტიფიკატი - ასეთის არსებობის შემთხვევაში;
  • ბოლო 6-12 თვის ბრუნვა; 
  • საკრედიტო ისტორია;
  • ქონების დოკუმენტაცია, თუ სესხი უზრუნველყოფით გაიცემა;
  • ბიზნესის განვითარების გეგმა ან პროექტის მოკლე აღწერა - ასეთის არსებობის შემთხვევაში. 

ეს ინფორმაცია ეხმარება ფინანსურ ორგანიზაციებს გააცნობიერონ, რამდენად მდგრადია ბიზნესი და როგორ გეგმავთ სესხის დაფარვას.

როგორ უნდა მოემზადო განაცხადის შესავსებად

  • სანამ განაცხადს შეავსებ, გადაამოწმე დოკუმენტები და დარწმუნდი, რომ ინფორმაცია სწორად გაქვს მითითებული.
  • კარგი იდეაა წინასწარ მოამზადოთ მოკლე ბიზნეს-გეგმა, თუნდაც მარტივი ფორმით. ამით აჩვენებთ, რომ თქვენი მიზანი მკაფიო და რეალურია.

გახსოვდეთ, ბიზნეს სესხი არ არის მხოლოდ დაფინანსებაზე წვდომა - ეს არის პარტნიორობა თქვენსა და ბანკს შორის, რომელიც გეხმარებათ ბიზნესის ზრდასა და განვითარებაში. ასე რომ, მოემზადეთ საფუძვლიანად და თქვენი განაცხადი გაცილებით დამაჯერებელი იქნება.

ავტორი: