|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რა ფაქტორები განსაზღვრავს ვალუტის კურსს საქართველოში და მსოფლიოში

ვალუტის კურსი არ არის უბრალოდ ციფრი, რომელიც ყოველდღე იცვლება, ის ეკონომიკური და გეოპოლიტიკური პროცესების ერთგვარი ანარეკლია.

მის ცვლილებაზე გავლენას ახდენს მრავალი ფაქტორი, დაწყებული საერთაშორისო ბაზრების ტენდენციებით, დასრულებული ადგილობრივი ეკონომიკური მოვლენებით. სწორედ ამიტომ, როცა თვალს ადევნებ ისეთი სანდო წყაროს, როგორიცაა mbc.com.ge-ის კურსი. მნიშვნელოვანია გაიაზრო რა დგას ამ რიცხვების უკან და რატომ იცვლება კურსი დღიდან დღემდე.

გლობალური ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ ვალუტის კურსზე

  1. ცენტრალური ბანკების მონეტარული პოლიტიკა

მსოფლიოში წამყვანი ცენტრალური ბანკები, როგორიცაა აშშ-ის ფედერალური რეზერვი ან ევროპის ცენტრალური ბანკი, განსაზღვრავენ საპროცენტო განაკვეთებს და ფულის მასის მოცულობას.

მაგალითად, თუ აშშ-ში იზრდება პროცენტი, დოლარზე მოთხოვნაც იმატებს, რაც ავტომატურად აძვირებს მას სხვა ვალუტებთან მიმართებით.

  1. გეოპოლიტიკური მოვლენები

ომები, კონფლიქტები ან პოლიტიკური არასტაბილურობა ხშირად იწვევს გაურკვევლობას ფინანსურ ბაზრებზე. ასეთ დროს ინვესტორები ცდილობენ თავიანთი აქტივების გადატანას უსაფრთხო ვალუტებში, როგორიცაა აშშ დოლარი ან შვეიცარიული ფრანკი. ეს მოქმედებს გაცვლით კურსებზე გლობალურად.

  1. ნავთობისა და ოქროს ფასები

როდესაც ნავთობი ან ოქრო ძვირდება ან იაფდება, ეს გავლენას ახდენს იმ ქვეყნების ვალუტებზე, რომლებიც ამ რესურსებზე დამოკიდებული არიან.

ვალუტის კურსზე მოქმედი ფაქტორები საქართველოში

  1. საგარეო ვაჭრობა და იმპორტ-ექსპორტის ბალანსი

თუ ქვეყანაში იმპორტი ექსპორტს აჭარბებს იზრდება უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნა. საქართველოში ეს ხშირად იწვევს ლარის გაუფასურებას. როდესაც ტურისტული შემოსავლები ან ექსპორტი იზრდება, ლარი მყარდება.

  1. ინვესტიციები და ფულადი გზავნილები

საქართველოში ფულადი გზავნილები ერთ-ერთი მთავარი შემოსავლის წყაროა. როდესაც ემიგრანტები ქვეყანაში აგზავნიან უცხოურ ვალუტას, ეს ზრდის ლარზე მოთხოვნას და ხელს უწყობს მისი კურსის სტაბილიზაციას. ამავდროულად, პირდაპირი უცხოური ინვესტიციებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

  1. ეროვნული ბანკის ჩარევა

საქართველოს ეროვნული ბანკი ხშირად ახორციელებს ინტერვენციებს ვალუტის ბაზარზე, ყიდულობს ან ყიდის უცხოურ ვალუტას ლარის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ამ ნაბიჯების მიზანია შეამციროს მოკლევადიანი რყევები და დაიცვას ეროვნული ვალუტა.



როგორ დავაკვირდეთ ვალუტის კურსს

დღეს ვალუტის კურსის დინამიკის თვალყურის დევნება ძალიან მარტივია. ამისთვის შეგიძლია თვალი მიადევნო მიკრობანკი ემბისის ვებგვერდს, სადაც ყოველდღიურად ახლდება მონაცემები და აჩვენებს ბაზრის მიმდინარე მდგომარეობას.

როგორც ხედავ, ვალუტის კურსი მრავალფეროვანი ფაქტორების ერთობლივი შედეგია: ეკონომიკური, პოლიტიკური, ფინანსური და ფსიქოლოგიური ფაქტორების.

გლობალური პროცესები და ადგილობრივი ეკონომიკის მახასიათებლები ერთობლივად განსაზღვრავს როგორი იქნება ლარის კურსი ხვალ. ამიტომ, სასურველია, ყოველდღიურად ადევნო თვალი კურსის ცვლილებებს.

 

ავტორი: