|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რა იწვევს ხერხემლის გამრუდებას ბავშვებში?

თანამედროვე ცხოვრებაში ხერხემლის პრობლემები, სამწუხაროდ, მოსახლეობის დიდ ნაწილს აწუხებს. ბოლო პერიოდში, საგრძნობლად იმატა  ტანადობის დარღვევის მქონე ბავშვთა რიცხვმა. თუმცა დარღვევები ძვლოვან სისტემას არ ეხება, მაგრამ გამოხატულია საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის, კერძოდ კი, ხერხემლის სისუსტე. სქოლიოზი, ანუ ხერხემლის გამრუდება, დეფორმაციის ყველაზე გავრცელებულ სახეს წარმოადგენს. ეს დაავადება საკმაოდ ხშირია მოზარდებშიც, რაც გამოწვეულია იმით, რომ ბავშვის სხეულის ჩამოყალიბებისას ხშირად კუნთოვანი მასა  ვერ ეწევა ძვლების ზრდის პროცესს, ეს კი ხერხემლის კუნთებისა და იოგოვანი აპარატის სისუსტეს განაპირობებს

არსებობს I და II ხარისხის ხერხემლის გამრუდება, რომელიც შედარებით მსუბუქ ფორმად არის მიჩნეული, III და IV ხარისხის სქოლიოზი კი, სერიოზულ პათოლოგიად ითვლება, რომელმაც შესაძლოა გულ-მკერდში არსებული ორგანოების, გულისა და ფილტვების, ფუნქციონალური დარღვევაც კი  გამოიწვიოს, რაც ძირითადად სუნთქვის უკმარისობით ვლინდება. ამიტომ აუცილებელია, რომ ხერხემალს დროული და სათანადო ყურადღება მივაქციოთ, რათა თავიდან ავიცილოთ შესაძლო გართულებები. სქოლიოზის გამომწვევი მიზეზებიდან ყველაზე მეტად გავრცელებულია:

  • ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესი;
  • არასწორი კვება;
  • ვიტამინების დეფიციტი;
  • ბრტყელტერფიანობა;
  • ტრავმა;
  • ანთებითი და კუნთოვანი დაავადებები.

იმისთვის, რომ სქოლიოზი თავიდან ავიცილოთ, ექიმები, ძირითადად, გვირჩევენ სწორ კვებას, ცურვას, ვარჯიშსა და მასაჟს. აღნიშნული აქტივობები ამ დაავადების განვითარების პრევენციისთვის საუკეთესო საშუალებაა. სქოლიოზის მკურნალობის ეტაპზე ასევე ხშირად გამოიყენებენ ხერხემლის ქამრებსა და კორსეტებს. მნიშვნელოვანია, რომ მშობლებმა აქტიურად აკონტროლონ ბავშვის ზრდა-განვითარების პერიოდი, რათა დროულად აღმოაჩინონ ხერხემლის დეფორმაციის არსებობა მოზარდებში, რადგანაც სათანადო და დროული ყურადღების მიქცევა სქოლიოზის სწორი მკურნალობისა და დაავადების პრევენციის საწინდარია

ავტორი: