|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რა ქონებას ფლობს გუგული მაღრაძე?

„ნიუპრესი“  აგრძელებს საჯარო მოხელეთა ქონებრივი დეკლარაციების გამოქვეყნებას. ამჯერად პარლამენტარ გუგული მაღრაძის ქონებრივ დეკლარაციას გაგაცნობთ. გუგული მაღრაძის სახელზე რეგისტრირებულია სამი საცხოვრებელი  ბინა, ქობულეთში -  57.60 კვ.მ ფართობის,   ზესტაფონში - 57.60 კვ.     და თბილისში -   18.00 კვ.მ  საცხოვრებელი ფართი. ასევე, მის სახელზე რეგისტრირებული 540.00 კვ.მ  მიწის ნაკვეთი თბილისში. მის დეპოზიტზე, თი–ბი–სი ბანკი'' - ში   20000.00 $  დევს.

 გუგული მაღრაძეს ასევე  აქვს კრედიტი, „ბანკი ქართუ“ -  11 435 ლარი,  ასევე ბანკი ,,თი–ბი–სი ბანკი“ -  1 000.00  ლარი  და  3 800.00 $.  მას ასევე აქვს   ნაღდი ფული,  4 000.00  ლარი,  2 200.00  $   და  1 200.00  ევრო.  გუგული მაღრაძის შემოსავალი შეადგენს საქართველოს პარლამენტის წევრობისთვის  მიღებული ანაზღაურებას-  34800 ლარს, ხოლო  ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახ. უნივერსიტეტში, მიწვეული   პროფესორის საზღაურს - 10800.00  ლარს. 

თანამდებობის პირის დეკლარაცია შევსებულია 2015 წლის 31 დეკემბერს. 

 

 

  

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა