|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რა ქონებას ფლობს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი

"ნიუპრესი"აგრძელებს თანამდებობის  პირთა ქონებრივი დეკლარაციის გამოქვეყნებას.  ამჯერად  პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილს ქონებრივ მდგომარეობას გაგაცნობთ.   ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, რომელიც  2015 წლის 8 იანვარსაა შევსებული, მის სახელზეა გაფორმებული 2 საცხოვრებელი სახლი - თბილისში, ზოვრეთის ქუჩაზე 190.00 კვ.მ და დუშეთის რაიონში, 250.00 კვ.მ ფართობის სახლები.

ასევე მის მფლობელობაშია თბილისში, სამგორის რაიონში მდებარე 34.00 კვ.მ ფართობი.

კვირიკაშვილის სახელზეა გაფორმებული 2 მიწის ნაკვეთი - დუშეთის რაიონში 3450.00 კვ.მ და თბილისში, ზოვრეთის ქუჩაზე 432.00 კვ.მ ფართობის.
 გიორგი კვირიკაშვილის სახელზე გახსნილი იყო 5 საბანკო ანგარიში, მათგან 4 ბანკ "ქართუში", ერთიც "თი-ბი-სი"-ში. ერთი სახელფასო, დანარჩენი კი საკრედიტო ანგარიშებია.

კვირიკაშვილს ბანკ "ქართუში" გახსნილ სახელფასო ანგარიშზე  ერიცხებოდა 150 ლარი. ამავე ბანკში არსებულ სამ სხვადასხვა ანგარიშზე კი: 14000.00 ლარი, 10000.00 აშშ დოლარი და 5000.00 ევრო, ხოლო "თი-ბი-სი"-ში გახსნილ ანგარიშზე ერიცხებოდა 4930.00 აშშ დოლარი.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა