რა საფრთხეს ქმნის FARA-ს საქართველოში სრულად გადმოტანა? - Foreign Policy
FARA-ს სრულად გადმოტანა ისეთ განსხვავებულ კონტექსტში, როგორიც საქართველოშია, „ქართულ ოცნებას” სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის დევნის საშუალებას მისცემს - ამის შესახებ გამოცემა Foreign Policy წერს. „ქართული ოცნების” ახალი რეპრესიული კანონმდებლობის, FARA-ს შესახებ მომზადებულ სტატიაში ვკითხულობთ:
„მიუხედავად იმისა, რომ FARA ზედმეტად განზოგადებული და ფართოა, მას მაინც ზღუდავს აშშ-ის კონსტიტუცია და დამოუკიდებელი ფედერალური სასამართლოები, ასევე, მასზე გავლენას ახდენს იუსტიციის დეპარტამენტის აღსრულებითი გადაწყვეტილებები.
აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, პემ ბონდიმ, რომელიც წარსულში თავადაც ყოფილა უცხო ქვეყნის წარმომადგენლის ლობისტი, თქვა, რომ FARA-ს საფუძველზე სისხლისსამართლებრივი დევნა „შემოისაზღვრება იმ შემთხვევებით, როდესაც სავარაუდო ქმედება უცხო ქვეყნის ტრადიციულ ჯაშუშობას ჰგავს”.
ორგანიზაცია ICNL (International Center for Not-For-Profit Law) ამბობს, რომ „ბევრი ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია (NGO) და მედია იღებს უცხოურ გრანტებსა და სხვა სახის მხარდაჭერას, თუმცა აშშ-ს მათთვის არ დაუკისრებია FARA-ს მიხედვით უცხოელი აგენტების სტატუსით რეგისტრაციის ვალდებულება”.
უფრო მეტიც, 2023 წლის მონაცემებით, რეგისტრირებულთა მხოლოდ მცირე ნაწილი – დაახლოებით 5% – იყო არაკომერციული ორგანიზაცია.
ასეთი შეზღუდვების გარეშე FARA-ს სრულად გადმოტანა ისეთ განსხვავებულ კონტექსტში, როგორიც საქართველოშია, „ქართულ ოცნებას” სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის დევნის საშუალებას მისცემს", - წერია სტატიაში.
რა არის FARA?
(Foreign Agents Registration Act) – უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი
FARA არის კანონი, რომელიც მიღებულ იქნა აშშ-ში 1938 წელს, რათა თავიდან აეცილებინათ უცხოური პროპაგანდა და გავლენა ამერიკის პოლიტიკასა და საზოგადოებრივ აზრზე.
რას არეგულირებს FARA?
ამერიკული FARA-ს ანალოგი, რომელიც „ოცნებამ“ დაარეგისტრირა, ავალდებულებს ყველა პიროვნებასა და ორგანიზაციას, რომელიც მუშაობს უცხო ქვეყნის მთავრობის, პოლიტიკური პარტიის ან სხვა სუბიექტის სასარგებლოდ (საქართველოში) რომ:
1. დარეგისტრირდნენ საქართველოს იუსტიციის სახლში.
2. რეგულარულად წარადგინონ ანგარიშები მათი საქმიანობის, დაფინანსების წყაროებისა და მიზნების შესახებ.
3. საჯაროდ გამოაქვეყნონ ყველა მასალა, რომელიც უცხო ქვეყნის დაკვეთით შექმნეს (მაგალითად, ლობისტური წერილები, მედიაკამპანიები და ა.შ.).
ვის ეხება FARA?
FARA ეხება ყველა პირსა და ორგანიზაციას, რომელიც:
ახორციელებს ლობირებას უცხო ქვეყნის სახელით.
კომუნიკაციას ამყარებს საქართველოს მთავრობასთან ან საზოგადოებასთან უცხო ქვეყნის ინტერესების დასაცავად.
მონაწილეობს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში უცხოური დაფინანსებით (მაგალითად, მედია, სოციალური კამპანიები).
ვინ არ ექვემდებარება რეგისტრაციას?
FARA-ს არ ექვემდებარებიან:
დიპლომატები (რომლებიც მუშაობენ ოფიციალური დიპლომატიური არხებით).
უცხოეთთან დაკავშირებული პირები, რომლებიც საქმიანობენ კომერციული მიზნებისთვის და არ ახორციელებენ პოლიტიკურ გავლენას.
მედია, რომელიც მუშაობს სრულიად დამოუკიდებლად და არ იღებს დავალებებს უცხო ქვეყნის მთავრობისგან.
NGO-ებზე როგორ მოქმედებს FARA?
თუ NGO იღებს დაფინანსებას ან ინსტრუქციებს უცხო ქვეყნის მთავრობისგან და ამავე დროს ცდილობს გავლენის მოხდენას საქართველოს პოლიტიკურ პროცესებზე, მაშინ მათ შესაძლოა დასჭირდეთ FARA-ს მიხედვით რეგისტრაცია.
მაგალითად:
თუ NGO უცხო ქვეყნის სახელით ლობირებს კანონპროექტს საქართველოს პარლამენტში, ეს შეიძლება მოექცეს FARA-ს ქვეშ.
თუ ისინი მხოლოდ ჰუმანიტარულ ან საგანმანათლებლო პროექტებს ახორციელებენ და არ ცდილობენ პოლიტიკურ გავლენას, მაშინ რეგისტრაცია საჭირო არ არის.
FARA-ს დარღვევისთვის გათვალისწინებულია ჯარიმები და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, მათ შორის მაქსიმუმ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ავტორი:
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 58.82%
არა - 41.18%
არ ვიცი - 0%
სულ - 17 ხმა