|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რა შემთხვევაში იქნება შესაძლებელი მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა - პრეზიდენტის განმარტება

თუ ვინმე დაადასტურებს, რომ სააკაშვილის მკურნალობა საქართველოში შეუძლებელია, საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის გადაწყვეტილება მხოლოდ მას შემდეგ უნდა იყოს მიღებული, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა  სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას  განაცხადა.

მისი თქმით, ყოფილი პრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის საკითხს ვერ შეაფასებს. 

„მიმაჩნია, რომ დღეს ქვეყნისთვის, ქვეყნის რეპუტაციისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა უზრუნველყოფილი იყოს ჯანმრთელობის ის პირობები, რაც ყოფილ პრეზიდენტს და ქვეყანას ეკადრება. რაც შეეხება მის გადაყვანას საზღვარგარეთ სამკურნალოდ, მე ამას ვერ შევაფასებ. როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტი, ვიდრე ეს არ არის დადასტურებული, ვერ ვიტყვი, რომ ამ ქვეყანაში არ არსებობს ის სამედიცინო პოტენციალი, რომელიც ამას უზრუნველყოფს. თუ ვინმე ამას დაადასტურებს და იქნება უეჭვოდ, მაშინ უნდა იყოს მიღებული გადაწყვეტილება. მაგრამ ჩემთვის დღეს ასეთი მდგომარეობა და მოცემულობა არ არსებობს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე,  შესაძლებელია თუ არა შეწყალებასთან დაკავშირებით მისი  ცნობილი ფრაზის - „არა და არასოდეს“ კორექტირება,  ზურაბიშვილმა განმარტა: „ჩემი პოზიცია ამ საკითხზე არ ეხება შეწყალებას. ამაზე მე ვთქვი, რაც მქონდა სათქმელი“.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა