რა შეზღუდვებს აწესებს "მარიხუანას მოხმარების შესახებ" კანონპროექტი?
პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტს, რომელიც მარიხუანას მოხმარების მკაცრ რეგლამენტირებას ახდენს.
კანონპროექტის მიზანია მარიხუანას მოხმარების მავნე ზეგავლენისგან საზოგადოების (განსაკუთრებით მოზარდების) დაცვა.
კანონპროექტის მიხედვით, ადმინისტრაციული წესით დაისჯება მარიხუანას მოხმარებაზე საზოგადოებრივი თავშეყრის ნებისმიერ ადგილას, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, არასრულწლოვანთა მიერ, არასრულწლოვანთა თანდასწრებით, სასწავლო-საგანმანათლებლო დაწესებულების ან 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილი სხვა დაწესებულების შენობა-ნაგებობაში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, არასრულწლოვნებისთვის განკუთვნილ საზოგადოებრივ შეკრებებზე ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე განსაზღვრულ რადიუსში; სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გარკვეული პროფესიის ადამიანებისთვის (მაგალითად, პედაგოგებისთვის, ექიმებისთვის, საჯარო მოხელეებისთვის).
კანონპროექტის მიხედვით, სისხლის სამართლის წესით დაისჯება სატრანსპორტო საშუალების მართვა ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების, მათ შორის მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ.
კანონპროექტის მიხედვით, სისხლის სამართლის წესით დაისჯება 21 წლამდე პირთათვის მარიხუანის სასყიდლით ან უსასყიდლოდ გასაღება/გადაცემა ან მარიხუანის მოხმარებაზე დაყოლიება.
გარკვეული პროფესიის ადამიანებს მარიხუანის მოხმარების გამო პროფესიული საქმიანობის უფლების ჩამოერთმევათ და
შეეზღუდებათ სამოქალაქო უფლებები.
იზრდება სანქცია ნარკოტიკული საშუალების მოხმარების პოპულარიზაციის ან რეკლამისთვის.
2018 წლის 30 ივლისის, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების კოდექსის 45-ე მუხლის ჩანაწერი, რომელიც ამ ნივთიერების "ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებას"ითვალისწინებდა , გაუქმდა. საკონსტიტუციო სასამართლომ ზურაბ ჯაფარიძის და ვახტანგ მეგრელიშვილის სარჩელის საფუძველზე ეს მუხლი გააუქმა, შედეგად მარიხუანას უშუალოდ მოხმარების პროცესი ლეგალური გახდა.
ავტორი: ნიუპრესი