|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რა უნდა ვიცოდეთ ალერგიის შესახებ?

გაზაფხულის მოახლოებასთან ერთად უამრავი ადამიანი ემზადება დისკომფორტისთვის, რომელიც სეზონურ ალერგიას ახლავს თან. მსოფლიოს მასშტაბით ალერგიით დაავადებული ადამიანების რაოდენობა 10-40% აღწევს.

 

ალერგია ორგანიზმის სისტემურ რეაქციას წარმოადგენს და ის ვითარდება მისთვის უცხო სუბსტანციასთან კონტაქტის დროს. ორგანიზმისთვის ჩვენს გარშემო არსებული უამრავი ნივთიერება შეიძლება ჩაითვალოს უცხო სხეულად, ასეთია მაგალითად მტვერი, ფუტკრის ნესტარი, ცხოველის ბეწვი, მედიკამენტები, სხვადასხვა  საკვები ნივთიერებები და ა.შ.

 

ალერგიათა უმეტესობა არ ექვემდებარება სრულ განკურნებას, თუმცა ექვემდებარება მედიკამენტოზურ თერაპიას, რის გამოც გვიწევს მათთან ერთად ცხოვრება ან ისეთ გარემოში ყოფნა, სადაც შეგვეძლება უცხო სხეულთან კონტაქტისგან თავის არიდება.

 

ალერგიის გამოვლენის სიძლიერე დამოკიდებულია სუბსტანციის დოზასა და გამოვლენის გზაზე. ის შესაძლოა გამოვლინდეს სასუნთქი, კანის ან საჭმლის-მომნელებელი გზების მეშვეობით. ალერგიის სიმძიმე ინდივიდუალურია და ვარირებს უბრალო ცემინებიდან ანაფილაქსიურ შოკამდე  – გადაუდებელი მდგომარეობა, როდესაც ხდება სასუნთქი გზების შეშუპება მის სრულ დახშობამდე.

 

არსებობს ალერგიის სხვადასხვა სიმპტომები მათი ტიპების მიხედვით, ესენია:

 

  • მწერის ნაკბენი – რომელიც ხშირად ფუტკრის ნაკბენითაა გამოწვეული. გამოიხატება დიდი ზომის შეშუპებით და სიწითლით ნაკბენის არეში, ქავილით და ჩხვლეტის შეგრძნებით, ხველებით და სუნთქვის გაძნელებით და შესაძლოა ანაფილაქსიური რეაქციით.
  • მედიკამენტოზური ალერგია – გამომწვევები უმეტესად არიან ანტიბიოტიკები (მაგ.: პენიცილინი), ზოგადი და ადგილობრივი ანესთეზიისათვის განკუთვნილი (მაგ.: ლიდოკაინი) და რადიოლოგიაში გამოყენებული კონტრასტული საშუალებები, კვერცხის ცილის შემცველობის ვაქცინები და სხვა. სიმპტომები ზოგადსისტემურია და მოიცავს ქავილს, შეშუპებას, გამონაყარს, სუნთქვის გაძნელებას და შესაძლოა ანაფილაქსიასაც.
  • თივისმიერი ცხელება, იგივე ალერგიული რინიტი – ესაა გაციების მაგვარი სიმპტომების მქონე რეაქცია, რომელიც მოიცავს ცემინებას, ცხვირის, თვალების და ხახის ქავილს, სურდოს და ცრემლდენას. გავრცელებული ალერგენები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ თივის ცხელების სიმპტომები, მოიცავს მტვერს და მტვრის ტკიპებს. კატების, ძაღლების და სხვა ცხოველების ბეწვის, ბუმბულის ან კანის პატარა ნაწილაკები ასევე შეიძლება იყვნენ ალერგენები.
  • საჭმლისმიერი ალერგია - გამოიხატება ჩხვლეტის შეგრძნებით პირის ღრუს არეში, ტუჩების, ენის, სახის და ხორხის შეშუპებით, ჭინჭრის ციებით და შესაძლოა ანაფილაქსიით. ალერგიულ პროდუქტებს მიეკუთვნება: რძის პროდუქტები, კვერცხი, თევზი, მოლუსკები, თხილეული, არაქისი, ხორბალი და სოიო.
  • მზის ალერგია - იგივე მზის ურტიკარია, არის ტერმინი, რომელიც აღწერს მდგომარეობას, როდესაც მზის ზემოქმედების შემდგომ კანზე თავს იჩენს წითელი ფერის გამონაყარი. გამონაყარს თან ახლავს ქავილი. რაც უფრო ძლიერია მზის ზემოქმედება, მით უფრო ძლიერია საპასუხო რეაქცია.

 

ალერგოლოგთან კონსულტაცია მნიშვნელოვნად დაგეხმარებათ შეძლოთ ალერგიის მართვა და მასთან ერთად ცხოვრება ისე, რომ არ მისცეთ მას საშუალება ხელი შეგიშალოთ ყოველდღიურ ცხოვრებაში. ამისათვის კი ხშირად დისტანციურად მიღებული რეკომენდაციებიც კი შესაძლოა საკმარისი გახდეს.

 

გამოიყენეთ REDMED-ის აპლიკაცია ან ვებ-გვერდი თუ გსურთ, რომ თქვენი ჯანმრთელობა მართოდ მარტივად, სახლიდან გაუსვლელად და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - დაზოგოთ დრო.

ავტორი: