|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რა წერია იუნესკოს დასკვნაში ბაგრატის ტაძარზე?

დღეს იუნესკოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ორი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია გავრცელდა. პირველის თანახმად, ბაგრატის ტაძარი დარჩა მსოფლიო კულტურურლი მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში, მეორე ინფორმაციით კი, რომელსაც უკვე კულტურის სამინისტრო ავრცელებს, ტაძარი ამოვარდა სიიდან.
ინტერნეტით გავრცელდა ასევე თავად მსოფლიო კულტურლი მემვიდრეობის კომიტეტის გადაწყვეტილებაც (WHC-13/37.COM/7A), სადაც მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის კომიტეტი მწუხარებას გამოთქვამს, რომ ბაგრატის ტაძრის რესტავრაცია დასრულდა და ტაძარი შეიცვალა იმ დონეზე, რომ მისი ავთენტური სახე დაიკარგა. "ბაგრატის ტაძარი აღარ პასუხობს იმ კრიტერიუმებს რა კრიტერიუმებითაც კომიტეტმა იგი მიიჩნია მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის მონუმენტად", – აღშნიშნულია მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის კომიტეტის დასკვნაში.
მემკვდირეობის კომიტეტი წევრ სახელმწიფოს (საქართველოს) თხოვს გელათის საზღვრების მოდიფიკაციას, რათა ტაძარი, როგორც დამოუკიდებელი ძეგლი, ისე წარუდგინონ კომიტეტს.
კომიტეტი ქართულ მხარეს გელათის მონასტრის საზღვრების მოდიფიკაციის პროექტის წარდგენას 2013 წლის სექტემბრისთვის თხოვს. 
„ბაგრატის ტაძარი და გელათის მონასტერი რჩება საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლთა სიაში“, ასე სრულდება დასკვნა.
თუმცა კულტურის სამინისტრო, ოფიციალურ ვეგ–გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ბაგრატის ტაძრის კულტურული მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოღება დღეს გადაწყდა, რაც პროცესის დაწყებას ნიშნავს.

გადაწყვეტილება მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა დღეს მიიღო UNESCO-ს კომიტეტის 37-ე სესიაზე.

ავტორი: ნიუპრესი