|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რამდენად სწორი ნაბიჯია ავტომობილის ყიდვა სესხით

ავტომობილის ფლობა მრავალი ადამიანის სურვილია. ის თავისუფლების, კომფორტისა და დამოუკიდებლობის სიმბოლოა.

მაშინ, როდესაც მანქანის შესაძენად საკმარისი თანხა არ გვაქვს, სესხით სარგებლობა ყველაზე მარტივი გამოსავალია.

ავტომობილის ყიდვა სესხით გონივრული ფინანსური გადაწყვეტილებაა?

ამ საკითხზე მსჯელობა დღეს განსაკუთრებით აქტუალურია, რადგან უამრავი ფინანსური ორგანიზაცია გვთავაზობს ავტო სესხს. მათ შორის, არის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია MBC-ის ავტოსესხი, რომელიც მოქნილი პირობებით იპყრობს მომხმარებლის ყურადღებას.

სესხით ავტომობილის ყიდვის დადებითი მხარეები

  • ავტო სესხის საშუალებით მანქანის შეძენას არ ელოდები წლობით. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თუ ტრანსპორტით გადაადგილება შენი ყოველდღიური ცხოვრების აუცილებელი ნაწილია.
  • ემბისის ავტო სესხი და სხვა მსგავსი პროდუქტები გაძლევს შანსს, რომ გადახდა რამდენიმე თვეზე გადაანაწილო და შენს შემოსავალზე მორგებული გრაფიკით ისარგებლო.
  • სესხით შეგიძლია უფრო მძლავრი ან უფრო ეკონომიური ავტომობილი აირჩიო, ვიდრე ეს დაფინანსების გარეშე შეგეძლო.

მაგრამ აქვე უნდა ითქვას, რომ დადებითი მხარეების პარალელურად, არსებობს ისეთი ფაქტორები, რომლებიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინო:

  • სესხი მხოლოდ მაშინ არის სწორი გადაწყვეტილება, თუ მას პასუხისმგებლობით მიუდგები.
  • აუცილებელია გქონდეს მკაფიო ხედვა იმაზე, როგორ დაფარავ სესხს თუ შენი შემოსავლები შემცირდება ან მოულოდნელი ხარჯები გამოგიჩნდება.
  • შესაძლოა ავტომობილი საბოლოოდ გაცილებით მეტი დაგიჯდეს, ვიდრე მისი საბაზრო ფასია. ამიტომ, წინასწარ გამოთვალე სრული ფინანსური ვალდებულება.
  • გაითვალისწინე, რომ ავტომობილი დროთა განმავლობაში კარგავს ღირებულებას, მაგრამ შენ ვალდებული ხარ სესხი უცვლელი პირობებით დაფარო.


როდის არის ავტო სესხით მანქანის ყიდვა სწორი ნაბიჯი?

  • როცა მანქანა აუცილებელია სამსახურისთვის ან ოჯახისთვის და არ გაქვს სხვა ალტერნატივა.
  • როცა გაქვს სტაბილური შემოსავალი და შეგიძლია ყოველთვიური გადახდების სწორად დაგეგმვა.
  • როცა ირჩევ სესხს გამჭვირვალე პირობებით - მაგალითად, ემბისის ავტო სესხი, რომელიც გთავაზობს მარტივ განაცხადის პროცესს და მორგებულ დაფარვის გრაფიკს.
  • როცა არ გეგმავ ავტომობილის ხშირად ცვლას და გსურს მისი ხანგრძლივად გამოყენება.

როგორც ხედავ, ავტომობილის ყიდვა სესხით დამოკიდებულია შენს ფინანსურ მდგომარეობასა და პასუხისმგებლობის დონეზე.

თუ სწორად დაგეგმავ, შეაფასებ რისკებს და აირჩევ შესაბამისი პირობების მქონე სესხს - ეს ნაბიჯი შეიძლება შენი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების საწინდარიც გახდეს.

თუ გადაწყვეტილებას ზედაპირულად და დაუფიქრებლად მიიღებ, სესხი შეიძლება ფინანსური ტვირთად გექცეს.

ამიტომ იფიქრე, სწორად დაგეგმე შენი ბიუჯეტი და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღე ავტო სესხის აღების გადაწყვეტილება.

 

ავტორი: