რას გულისხმობს „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა“
როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა“ მიზნად ისახავს ერთიანი, ინტეგრირებული, გამჭვირვალე და შედეგებზე ორიენტირებული სისტემის ჩამოყალიბებას.
სამინისტროს ცნობით, ბენეფიციართა შერჩევა განხორციელდება წინასწარ განსაზღვრული და გამჭვირვალე კრიტერიუმების საფუძველზე, რაც უზრუნველყოფს პროცესის სამართლიანობასა და ეფექტიანობას.
„პროგრამის ფარგლებში დაინერგება თანამედროვე ინსტრუმენტები და მექანიზმები, განვითარდება მონაცემთა ბაზები და გაძლიერდება მონიტორინგის სისტემა. ეს უზრუნველყოფს პროცესების უწყვეტ ანალიზს, შედეგების შეფასებას და საბიუჯეტო სახსრების ეფექტიან გამოყენებას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა აგროსაქმიანობის კომერციალიზაციის გაძლიერებას, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს სექტორის მდგრად განვითარებას და ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების გაძლიერებას“, – აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, პროგრამის პრეზენტაცია დღეს გაიმართა. პრეზენტაციაზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სოფლის მეურნეობა საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენია. მისივე თქმით, 2012 წლის შემდეგ სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება გაორმაგდა და 8.5 მილიარდ ლარს გადააჭარბა.
ავტორი:


17:26
21:51
11:34
15:17
15:16
















