|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რას ნიშნავს LED ტელევიზორი

თუ ტელევიზორის ყიდვა გაქვს გადაწყვეტილი, ალბათ არაერთხელ გსმენია ტერმინი - LED ტელევიზორი და გაგიჩნდა კითხვა, რას ნიშნავს ეს და რატომ არის ასეთი პოპულარული? მოდი, ერთად გავარკვიოთ.

LED (Light Emitting Diode) ტექნოლოგია წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვე ეკრანის ტიპს, რომელიც გამოიყენება ტელევიზორებში.

 

ფაქტობრივად, LED ტელევიზორები LCD (Liquid Crystal Display) ტელევიზორების გაუმჯობესებული ვერსიაა, სადაც განათებისთვის ჩვეულებრივი ნათურების ნაცვლად LED ნათურები გამოიყენება.

ეს ტექნოლოგია უფრო ენერგოეფექტურია, უზრუნველყოფს უკეთეს ფერების გადმოცემას და უფრო მაღალ კონტრასტს.

დღეს LED ტელევიზორების უმეტესობა Smart TV ფუნქციით არის აღჭურვილი. ეს ნიშნავს, რომ შეგიძლია დაუკავშირდე ინტერნეტს, უყურო YouTube-ს, Netflix-ს, ან ითამაშო ონლაინ თამაშები.

ლედ ტელევიზორების ზოგიერთ მოდელს ხმის მართვის ფუნქციაც კი აქვს, რაც მოწყობილობის მოხმარებას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის.

LED ტელევიზორების უპირატესობები

 

ენერგოეფექტურობა – LED ტელევიზორები ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს და კომუნალურ ხარჯებსაც შეგიმცირებს.

ფართო ხედვის კუთხე – სურათი უფრო მკაფიო ჩანს ნებისმიერი მიმართულებიდან ყურებისას.

კონტრასტული ფერები – შავი ფერი უფრო ღრმა და რეალისტურია, ხოლო სხვა ფერებიც უფრო ცოცხალი და ნატურალურია.

თხელი დიზაინი – LED ეკრანები უფრო თხელი და მსუბუქია და ინტერიერშიც მარტივად განათავსებ.

LED განათების სისტემა უფრო გამძლეა და დიდხანს ძლებს.

რა განსხვავებაა LED და OLED ტელევიზორებს შორის

 

ბაზარზე LED-ის გარდა OLED (Organic Light Emitting Diode) ტელევიზორებიც გვხვდება. მთავარი განსხვავება ის არის, რომ OLED ტელევიზორებში თითოეული პიქსელი თავად ანათებს, ხოლო LED ტელევიზორებში განათება ფონიდან მოდის. ეს OLED-ს საშუალებას აძლევს უფრო ღრმა შავი ფერი შექმნას და უფრო მაღალი კონტრასტი უზრუნველყოს. თუმცა, LED ტელევიზორები უფრო ხელმისაწვდომია ფასის მხრივ.

ღირს LED ტელევიზორის ყიდვა?

როგორც ხედავ, LED ტექნოლოგია უზრუნველყოფს შესანიშნავ გამოსახულებას, სუფთა ფერებს და ხანგრძლივ მოხმარებას.

თუ ეძებ ეკონომიურ, ხარისხიან და თანამედროვე ტელევიზორს, LED ტელევიზორი იდეალური არჩევანია.

 

სტატიის ავტორი: ქეთი გოგიჩეიშვილი

ავტორი: