როგორი წინასაარჩევნო პროგრამა იქნება მისაღები ქუთაისელი ამომრჩევლისათვის? (VIDEO)
წინასაარჩევნო პერიოდი აქტიურდება. პოლიტიკური პარტიები კანდიდატებსა და საარჩევნო პროგრამებს წარუდგენენ ამომრჩევლებს. არჩევნებში მონაწილე პარტიების ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით ცნობილი არაა. მათი სიმრავლის მიუხედავად, საარჩევნო პროგრამები ერთმანეთისაგან დიდად არ განსხვავდება. როგორი უნდა იყოს პროგრამა, რომ ქუთაისელი ამომრჩევლის მხარდაჭერა მოიპოვოს და რა უნდა გაკეთდეს ქალაქის განვითარებისათვის?–ამ კითხვით "ნიუპრესმა" გამოკითხვა ჩაატარა.
გამოკითხულთა ნაწილი ქალაქის განვითარების აუცილებლად მრეწველობის, ეკონომიკისა და განათლების განვითარებას მიიჩნევს. ნაწილი კი პარტიებს უნდობლობას უცხადებს და თვლის, რომ არჩევნების გზით არავითარი ცვლილება არ მოხდება.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი, ნესტან ჩაგელიშვილი