რატომ აღარ არის პოპულარული რკალისებრი ტელევიზორები
რკალისებრი ტელევიზორები პირველად ბაზარზე 2013 წელს გამოჩნდა, როცა ისეთმა უმსხვილესმა ტექნოლოგიურმა კომპანიებმა, როგორებიცაა Samsung და LG, გადაწყვიტეს ინოვაციური მიდგომა შემოეტანათ ტელევიზორის ეკრანის დიზაინში. ამ მოწყობილობებმა მომხმარებელს საშუალება მისცა ახალი, უფრო კარგი გამოცდილება მიეღოთ და უფრო ფართო ხედვა ჰქონოდათ ყურებისას.
რკალისებრი ეკრანები, თავდაპირველად, კინოთეატრებში გამოიყენებოდა, მაყურებლებისთვის უფრო ინტენსიური და ღრმა ვიზუალური ეფექტებისთვის. ეს დიზაინი ისე იყო შექმნილი, რომ ეკრანის ცენტრალური ნაწილი უფრო ახლოს ყოფილიყო მომხმარებელთან, რაც ზრდიდა ხედვის კუთხეს და ქმნიდა ე.წ. ჩაძირვის ეფექტს.
ამ ტიპის ტელევიზორები იმ პერიოდში დიდი ინოვაცია იყო. მათი მთავარი უპირატესობა ის იყო, რომ მაყურებელი უფრო ახლოს გრძნობდა მოვლენებს და ვიზუალურად მეტი დეტალი შეიმჩნეოდა. რკალისებრი ეკრანი კუთხეების სიღრმეს და "პანორამულ" ხედვას ქმნიდა. თუმცა, ამ მოდელებმა ბაზარზე ვერ მოიპოვა დიდი პოპულარობა და დროთა განმავლობაში მათი გაყიდვები შემცირდა. ამის ძირითადი მიზეზები რამდენიმე ფაქტორს უკავშირდება:
- ხედვის კუთხე: მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალური პოზიციიდან ხედვის ხარისხი მართლაც გასაოცარი იყო, ტელევიზორის გვერდითა კუთხეებიდან სურათი დეფორმირებულად გამოიყურებოდა. ეს, განსაკუთრებით, მნიშვნელოვანი იყო დიდი ოჯახებისთვის ან ჯგუფური ყურების შემთხვევაში, როცა ადამიანების ნაწილს სხვადასხვა პოზიციიდან უწევს ტელევიზორის ყურება.
- განათება და ანარეკლი: რკალისებრი ეკრანები უფრო მგრძნობიარეა შუქის მიმართ. განათებული ოთახებში ისინი ხშირად ირეკლავდნენ შუქს და ართულებდნენ ეკრანის დეტალების ხილვას, რაც კიდევ უფრო აფერხებდა კომფორტულ ყურებას.
- ფასი: რკალისებრი ტელევიზორები ბევრად ძვირი ღირდა, ვიდრე ბრტყელი ეკრანები. მომხმარებელთა უმრავლესობას არ უღირდა დამატებითი თანხის გადახდა მხოლოდ დიზაინისთვის, რომელიც პრაქტიკულობაში არც ისე კომფორტული აღმოჩნდა.
- მოთხოვნილების კლება: ბაზრის კვლევებმა აჩვენა, რომ მომხმარებლები არ იყვნენ მზად რკალისებრი ტელევიზორების ყიდვისთვის და არ აღიქვამდნენ მათ როგორც განსაკუთრებულ განახლებას, შესაბამისად, მოთხოვნა არც ისე დიდი იყო.
2017 წლისთვის ტელევიზორების მწარმოებელმა ბრენდებმა შეწყვიტეს რკალისებრი ტელევიზორების მასიური წარმოება, რადგან ბაზარი ისევ ბრტყელ ეკრანებზე გადავიდა. ტექნოლოგიების განვითარება უფრო მარტივი და პრაქტიკული ვარიანტებისკენ წავიდა და დღეს უკვე OLED და QLED ბრტყელი ტელევიზორები დომინირებენ ბაზარზე. ამ ტიპის ტელევიზორებს აქვთ გაუმჯობესებული ფერების გადაცემა, მაღალი კონტრასტი და გაცილებით უფრო პრაქტიკულიც არის ყოველდღიური გამოყენებისთვის.
სად შეგიძლია იყიდო ტელევიზორი ყველაზე იაფად
თუ ტელევიზორის ყიდვა გადაწყვიტე, საქართველოში ყველაზე დიდ ონლაინ მაღაზიაში, ექსტრას ვებგვერდზე შეგიძლია ყიდვა საუკეთესო პირობებით. როგორ? ექსტრა გთავაზობს, სპეციალურ, ფასდაკლების აქციებს, რაც მნიშვნელოვნად დაგიზოგავს თანხებს. ამასთანავე, ექსტრაზე ნებისმიერი პოპულარული ბრენდის ყიდვა შეგიძლია. აქტიურია ოთხი ბანკის განვადება, ყიდვის შემთხვევაში კი ტელევიზორს კურიერი მოგიტანს უფასოდ ნებისმიერ მისამართზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით.
ავტორი: