რატომ არის მნიშვნელოვანი ტერფის დროული დიაგნოსტიკა?
ტერფთან დაკავშირებული პრობლემების პრევენციის მიზნით, დროული კვლევისა და დიაგნოსტიკის ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კი ტერფის პრობლემების დროს. ტერფის მრავალი დაავადება საწყისს სწორედ ბავშვობაში იღებს. ამიტომ ადრეულ ასაკში მათი დიაგნოსტიკა ბევრ პრობლემას ააცილებდა ზრდასრულ ადამიანს. 0-დან 3 წლამდე ბავშვის ტერფზე თაღი გამოსახული არ არის. 4-დან 7 წლამდე იწყება ტერფის სიგრძივი და განივი თაღების ჩამოყალიბება. ხოლო 8-დან 12-მდე ტერფის ძვლოვანი სტრუქტურა საბოლოოდ ყალიბდება და ბავშვის ტერფი ემსგავსება ზრდასრული ადამიანის ტერფს. 4-დან 12 წლამდე, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ბავშვს ფიზიკური დატვირთვის დროს. აუცილებელია მშობელმა მიმართოს სპეციალისტს და ბავშვს ჩაუტარდეს ტერფის გამოკვლევა, იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი ჩივილები, როგორიცაა:
- სწრაფი დაღლა;
- ტკივილი ტერფის, წვივის, მუხლის, წელის ან ზურგის არეში;
- სიმძიმის შეგრძნება;
- დისკომფორტი კოჭ-წვივის სახსარში და სხვ.
კომპანია “ახალი ხედვა” პაციენტებს ინდივიდუალური სუპინატორების დამზადების შესაძლებლობასაც აძლევს. კომპანია საქართველოში წარმოდგენლია ტერფის დიაგნოსტიკის ცენტრებით, სადაც ტერფის დიაგნოსტიკა უახლესი თაობის Diasu-ს ულტრასენსორული აპარატურით ტარდება. დიაგნოსტიკა მოიცავს ბაროპოდომეტრიასა და პოდოსკანირებას, რაც მოძრავ და უძრავ მდგომარეობაში ტერფის ბიომექანიკის შეფასების საშუალებას გვაძლევს. ტერფის კომპიუტერული დიაგნოსტირების შემდგომ შესაძლებელია ინდივიდუალური ღაბაშის - სუპინატორის, დამზადებაც, რომელიც თითოეული პაციენტის ინდივიდუალურ საჭიროებაზეა გათვლილი და მაქსიმალურ შედეგს იძლევა ბრტყელტერფიანობის მკურნალობისა და პროფილაქტიკის დროს.
ავტორი: ნიუპრესი