|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რატომ არის საჭირო სათემო რადიო?

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის იორმუღანლოს თემის მოსახლეობა სათემო რადიომაუწყებლობის საჭიროებაზე საუბრობს. მათი თქმით, ეს ერთადერთი გზაა, რომლის საშუალებითაც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსაც გაეცნობიან და საკუთარ ხმასაც მიაწვდენენ ხელისუფლებას.  ამ საკითხზე სპექტრმა აღნიშნულ თემში ჩაატარა კვლევა როგორც სპეციალისტების მიერ შედგენილი კითხვების, ასევე  ვიდეოგამოკითხვის საშუალებით. გამოკითხულთა 100% ამბობს, რომ მათ დასახლებაში სათემო რადიო აუცილებელია. 58% მიიჩნევს, რომ გადაცემები უნდა მომზადდეს ქართულ ენაზეც.
იორმუღანლოს თემის სოფლებში ეთნიკური აზერბაიჯანელი მოსახლეობა კომპაქტურად ცხოვრობს. სოფლები მუნიციპალური ცენტრიდან 47 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს, 2002 წლის აღწერით მოსახლეობის ოდენობა 23 ათასი იყო და მუნიციპალიტეტის 60 % შეადგენდა. მიუხედავად იმისა, რომ 2014 წლის აღწერის შედეგები ჯერ არ გამოქვეყნებულა, წინასწარი ინფორმაციით, მოსახლეობის რიცხოვნობა საკმაოდ მაღალი- 40 000 – მდეა.
აზერბაიჯანული მოსახლეობა, სახელმწიფო ენის არ ცდონის გამო, ინფორმაციას ძირითადად აზრებაიჯანული და რუსული საინფორმაციო საშუალებებით ეცნობა, რაც ხელს უშლის აზერბაიჯანული თემის გააქტიურებას და ინტეგრირებას ქართულ საზოგადოებაში.
სათემო მაუწყებლობაზე ლიცენზიის გაცემის მოთხოვნით საქართველოს მარეგულირებელ კომისიას გაზეთმა სპექტრმა [speqtri.ge] ჯერ კიდევ 2015 წლის დეკემბერში მიმართა. თუკი ორგანიზაცია აღნიშნულ განაცხადზე თანხმობას მიიღებს, სულ მალე იორმუღანლოს თემში სათემო რადიო იფუნქციონირებს.

 

 

ავტორი: