|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რატომ უნდა გააკეთოთ არჩევანი ,,თბილ იატაკზე“?

ალბათ ხშირად შესწრებიხართ ფაქტს, როდესაც ოთახის კუთხეში მოთავსებულ რადიატორთან მჯდომი ადამიანი გაცილებით უფრო კომფორტულად გრძნობს თავს, ვიდრე ის ვინც აგრეგატისგან მოშორებით იმყოფება. ეს იმის ბრალია, რომ რადიატორების გამოყენებით სითბოს თანაბრად განაწილება შეუძლებელია და ჰაერის მასა ოთახის კონკრეტულ ადგილებში იყრის თავს. იატაკის გათბობა რადიატორებისგან
განსხვავებით კონვექციის მოდელით არ მუშაობს, რაც თბილი ჰაერის ცირკულაციასნქვემოდან ზევით ახდენს. ,,თბილი იატაკის“ მონტაჟისას გათბობის მილები მთელ პერიმეტრზე თანაბრად ნაწილდება და სითბო ადამიანის სიმაღლეზე ხანგრძლივი დროით ნარჩუნდება. გაითვალისწინეთ, რომ ეკონომიური მიდგომა იატაკის გათბობის შესყიდვისას ირაციონალური გადაწყვეტილებაა. მილების ხარისხი ხანგრძლივვადიან პერსპექტივაში სისტემის დაუზიანებლად მუშაობას განსაზღვრავს.

პატარა ბინისთვის იატაკის გათბობას რამდენიმე უპირატესობა ახასიათებს:

 ● დაზოგილი სივრცე;
 ● თვალისგან უხილავი სისტემის არსებობა;
 ● თერმოსტატით ტემპერატურის რეგულირების შესაძლებლობა, რაც ბუნებრივი აირის მიზნობრივ ხარჯვაზე აისახება;

იატაკის გათბობის მთავარი უპირატესობა გამოყენებული მილების დაცულობაა. ამ სისტემის საექსპლუატაციო ვადა 50 წელია, ამიტომ აგრეგატების დაზიანება მხოლოდ მექანიკურად არის შესაძლებელი. რაც მთავარია, თბილი იატაკის შემთხვევაში საწვავის ხარჯს 20-30%-ით შეამცირებთ, რადგან წყლის მაქსიმალური ტემპერატურა მილებში 45 გრადუსს არ აღემატება.

თერმოინდუსტრიის იატაკის გათბობის სისტემები

მომხმარებელთა შეფასებებზე დაყრდნობით, თერმოინდუსტრია გათბობის სისტემების ასორტიმენტით მრავალი წელია ლიდერობს. ევროპაში აპრობირებული პროდუქცია ადგილობრივ მომხმარებლებს ყველაზე ხელსაყრელ ფასად მიეწოდება. ნებისმიერი აგრეგატის შეძენა, კომპანიის გუნდის რეკომენდაციებით, ერთ სივრცეში შეგიძლიათ რომელთა შორის საჭირო გათბობის ქვაბებს, მილებს, მაკომპლექტებელ მასალებს, რადიატორებს და ა.შ. იპოვით. კომპანია ტექნიკოსების კვალიფიკაციის ამაღლებაზე უწყვეტად ზრუნავს და პროდუქციის მრავალფეროვნებით ბაზარზე კონკურენტულ
უპირატესობას უცვლელად ინარჩუნებს. თერმოინდუსტრიასთან თანამშრომლობისას პროფესიონალი ოსტატის ძიება არ მოგიწევთ და კუსტარულად დამონტაჟებულ იატაკის გათბობას თავიდან აირიდებთ.

როცა საქმე კომფორტს და უსაფრთხოებას ეხება თამამად ენდეთ პროფესიონალებს,
რომლებიც თქვენს ყოველდღიურობაში მეტ სიამოვნებას და პროდუქტიულობას შეიტანენ. გახსოვდეთ, რომ იატაკის გათბობის მონტაჟისას დაზოგილი თანხა, მომავალში, შესაძლო დაზიანებებზე გაწეულ ხარჯებს ზრდის, ამიტომ გარისკვა ნამდვილად არ ღირს.

ავტორი: ნიუპრესი