რატომ უნდა გამოვიყენოთ ორთოპედიული ქამრები წელის ტკივილის დროს?
ორთოპედიული ქამრები ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა წელის ტკივილის შემსუბუქებისთვის. ისინი არა მხოლოდ ამცირებენ ტკივილს, არამედ ხელს უწყობენ ხერხემლის სწორ ფიქსაციას და სხეულის ამ ნაწილის დატვირთვის განტვირთვას.
ეს პროდუქტები ფართოდ გამოიყენება ძვალ-სახსროვანი და კუნთოვანი სისტემის სხვადასხვა დაავადების დროს, მათ შორის — ხერხემლის თიაქრის, ოსტეოართრიტის, სქოლიოზისა და ოსტეოპოროზის სამკურნალოდ და რეაბილიტაციისთვის.
- ზურგის კორსეტი - დამზადებულია ბამბის ელასტიური ქსოვილისგან, მისი ტარება მარტივად, ტანსაცმლის ქვეშ არის შესაძლებელი. ის ამცირებს ტკივილს ზურგის არეში. კორსეტს გამოიყენებენ ოსტეოართრიტის, ოსტეოპოროზის, სქოლიოზისა და ხერხემლის კუნთების დაჭიმულობის დროს. ეს პროდუქტი ზურგს სწორ მდგომარეობაში აფიქსირებს .
- წელის სტანდარტული კორსეტი - დამზადებულია ანტიალერგიული ქსოვილისაგან, კორსეტს გააჩნია პლასტმასის ჩანართები. ეს პროდუქტი აფიქსირებს წელს და სხეულის ამ ნაწილში სითბოს შენარჩუნებასაც უზრუნველყოფს, მაგრამ მეტი სითბური ეფექტისთვის, რეკომენდებულია მატყლის წელის კორსეტის გამოყენება, რათა ამინდის გაუარესებასთან ერთად თავი წელის და ზურგის ტკივილმა ნაკლებად შეგახსენოთ.
- ხერხემლის კორსეტი - დამზადებულია 100%-ით ელასტიური ბამბის ქსოვილისგან. ეს პროდუქტი უზრუნველყოფს ხერხემლის, გულმკერდისა და წელის სხვა ნაწილების ფიქსაციას. გამოიყენება ხერხემლის მალების მოტეხილობის, სქოლიოზისა და კიფოზის სამკურნალოდ. მას აქვს დამატებითი ღვედები და მეტალის ჩანართები, რომლებიც აძლიერებს ფიქსაციას.
სამედიცინო კომპანია „ახალი ხედვა“ 2012 წლიდან სთავაზობს მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის ორთოპედიულ პროდუქტებს, მათ შორის წამყვანი საერთაშორისო ბრენდების — თურქული, იტალიური, გერმანული და შვეიცარიული წარმოების.
პროდუქტები ხელმისაწვდომია:
- თბილისის, ქუთაისის, გორისა და ბათუმის ფილიალებში
- ონლაინ მეთოდით — akhalikhedva.ge
მრავალფეროვანი ასორტიმენტი და ექიმების რეკომენდაციებით შერჩეული მოდელები უზრუნველყოფს თითოეული მომხმარებლის ინდივიდუალურ საჭიროებაზე მორგებულ გადაწყვეტილებას.
ავტორი: