|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რეაბილიტაცია სპორტული ტრავმების დროს

ტრავმა,სხვადასხვა სპორტულ დისციპლინაში ფართოდ გავრცელებული მოვლენაა . სპორტული რეაბილიტაცია კი მიზნად ისახავს პოსტტრავმულ პერიოდში ფუნქციის,მოქნილობის,სიძლიერისა და სისწრაფის აღდგენას და შემდგომი დაზიანებების პრევენციას.   

  სპორტული აქტივობებისას ტრავმის გამომწვევი ფაქტორი მრავალფეროვანია, მათ შორისაა სახსრის ჭარბი და არასწორი გამოყენება,ვარჯიშის არასწორი ტექნიკა,სპორტის სახეობასთან ასოცირებული რისკები და სხვა. დაზიანების სიმძიმე შეიძლება მერყეობდეს მსუბუქიდან-მძიმემდე და გავლენას ახდენდეს ნებისმიერი ასაკისა და უნარის მქონე ინდივიდზე.

   სპორტული ტრავმა შეიძლება იყოს მწვავე ან ქრონიკული. მწვავე დაზიანებები მოულოდნელად ხდება -  დაცემის ან დარტყმის დროს (მაგ: დაჭმულობა,დისლოკაცია). ქრონიკული დაზიანებები, ჩვეულებრივ, გამოწვეულია სხეულის რომელიმე ნაწილის ჭარბი გამოყენებისა და ხშირი, განმეორებითი მოძრაობების შედეგად მაგ : (სტრესული მოტეხილობა). 

 

ფართოდ გავრცელებული სპორტული ტრავმები და მათი რეაბილიტაციის მეთოდები

  • მყესების დაჭიმულობა ან რღვევა : RICE თერაპია, ფიზიკური თერაპია,სპლინინგი, ულტრაბგერითი თერაპია, ელექტროთერაპია, ლაზეროთერაპია. 
  • ტენდინიტი : დასვენება და აქტივობების მოდიფიკაცია, ყინულის თერაპია, გაჭიმვები და ძალისმიერი სავარჯიშოები, ანთების საწინააღმდეგო მკურნალობა,ულტრაბგერითი თერაპია. 
  • მოტეხილობები : იმობილიზაცია,ფიზიკური თერაპია, ტკივილის მართვა. 
  • დისლოკაციები : იმობილიზაცია, ფიზიკური თერაპია, გამაძლიერებელი ვარჯიშები.
  • ჩოგბურთელის იდაყვი : დასვენება, ყინულის თერაპია, აქტივობების მოდიფიკაცია, ფიზიკური თერაპია, გამაძლიერებელი ვარჯიშები. 

 

სპორტული დაზიანებების რეაბილიტაციის ზოგადი ტექნიკები

  სპორტული რეაბილიტაცია აღდეგნის პროცესში მნიშვნელოვანი საფეხურია.სწორად შერჩეული ტექნიკა ეხმარება ათლეტს სწრაფად დაუბრუნდეს პირვანდელ საქმიანობას. 

  რეაბილიტაციის პროცესის დროს შეიძლება გამოყენებული იქნას სხვადასხვა მეთოდები. რამდენიმე გავრცელებული თერაპიის სახეობა,რომელიც გამოიყენება სპორტული ტრავმებისგან რეაბილიტაციისთვის არის:

  1. ფიზიკური თერაპია -  სპეციალიზებული მკურნალობაა, რომლის დროსაც გამოიყენება ისეთი ტექნიკები, როგორიცაა მასაჟი, ვარჯიში, სხვადასხვა ტექნოლოგიით თერაპია ( მაგალითად ულტრაბგერითი თერაპია.) აუმჯობესებს მოძრაობის დიაპაზონს, აძლიერებს კუნთებს  და აღადგენს დაზიანებული უბნის ფუნქციონირებას.  
  2. ოკუპაციური თერაპია - ფოკუსირებულია დაეხმაროს ინდივიდს ყოველდღიური საქმიანობისთვის საჭირო უნარების აღდგენაში.
  3. მანუალური თერაპია - მოიცავს მასაჟს,სახსრების მობილიზაციას,რბილი ქსოვილების მანიპულირებას და სხვა. თერაპია ამცირებს ტკივილს,აუმჯობესებს დაზიანებული უბნის სისხლმომარაგებას,აჩქარებს შეხორცების პროცესს. 
  4. სპეციფიკური ვარჯიშები ძალის გასაზრდელად,კუნთების სიძლიერისა და სტაბილურობის გასაუმჯობესებლად.
  5. ჰიდროთერაპია - უზრუნველყოფს სახსრებზე სტრესის შემცირებას,რაც აადვილებს ვარჯიშის პროცესს. 
  6. სათანადო დიეტა - მნიშვნელოვან როლს ასრულებს შეხორცების,ორგანიზმის ჰიდრატაციის,ქსოვილების აღდგენის პროცესში. 
  7. RICE თერაპია:

 მცირე დაზიანებები, როგორიცაა მყესის ან კუნთის მსუბუქი დაჭიმულობები, ხშირად შესაძლებელია RICE თერაპიით  ალაგდეს.

RICE თერაპია მოიცავს:

R- rest- დასვენება- მოერიდეთ ვარჯიშს და შეამცირეთ ყოველდღიური ფიზიკური აქტივობა. 

I- ice- ყინული - დაიდეთ ყინული დაზიანებულ ადგილზე 15-20 წუთის განმავლობაში, ყოველ 2-3 საათში. ყინული უშუალოდ კანს არ უნდა ეხებოდეს , სასურველია გახვეული იყოს ქსოვილში, რათა არ გამოიწვიოს კანის დაზიანება. 

C- compression- კომპრესიები- გამოიყენეთ ელასტიური სახვევები შეშუპების შესამცირებლად.

E- elevation- ამაღლება- შეძლებისდაგვარად, დაზიანებული ადგილი მოათავსეთ ამაღლებულ პოზიციაში. 

  1. ქირურგიული პროცედურები -სპორტული ტრავმების უმეტესობა არ საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას, მაგრამ ძალიან მძიმე დაზიანებებისას ( მაგ მძიმე მოტეხილობები) შესაძლებელია საჭირო გახდეს ქირურგიულად მაკორექტირებელი მკურნალობა. 

ავტორი: