|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

როგორ ავირჩიოთ სარეცხის მანქანა მოცულობითი ტექსტილისთვის

სარეცხის მანქანის არჩევა ხშირ შემთხვევაში მხოლოდ ყოველდღიური სარეცხის რაოდენობაზეა დამოკიდებული, მაგრამ როდესაც საქმე ეხება საბნების, ბალიშების და პლედების რეცხვას, მნიშვნელოვანია, უფრო დიდი მოცულობის მოდელის შერჩევა.

დიდი ზომის სარეცხი მანქანები არა მხოლოდ წვრილმანი ნივთების რეცხვისას გვიმარტივებენ ცხოვრებას, არამედ, ამ მოდელებში, მარტივად შეიძლება დიდი ზომის და მოცულობითი ტექსტილის განთავსებაც, რაც ხელს უწყობს უკეთეს რეცხვას და მათი დაზიანების რისკების შემცირებას. 

დიდი ზომის სარეცხი მანქანის უპირატესობა ისაა, რომ ტანსაცმლის დიდი ნაწილი ან თუნდაც საბანი ერთ ციკლში გაირეცხება, რაც დროს, წყალსა და ენერგიას ზოგავს.

რამდენი კილოგრამიანი სარეცხის მანქანა შევარჩიოთ დიდი ტექსტილისთვის?

საბნების, ბალიშების და პლედებისთვის სარეცხი მანქანის შერჩევისას, საჭიროა, გავითვალისწინოთ მათი მოცულობა და წონა, რადგან ეს ნივთები, ჩვეულებრივ სარეცხთან შედარებით, ბევრად მძიმეა. სტანდარტული 5-6 კგ ტევადობის სარეცხის მანქანა არ არის საკმარისი დიდი ზომის ტექსტილის სრულყოფილად რეცხვისთვის, ამიტომ რეკომენდებულია 8 კილოგრამიანი ან უფრო მაღალი ტევადობის სარეცხი მანქანა.

8-9 კგ სარეცხის მანქანა

8-9 კილოგრამიანი ტევადობის სარეცხის მანქანები საკმაოდ პოპულარული და ხელმისაწვდომია და ამ ზომის მანქანაში შესაძლებელია საშუალო ზომის საბნებისა და პლედების რეცხვა. ასეთი მოდელები, ჩვეულებრივ, იდეალურია ოჯახებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ ტექსტილის ხშირად რეცხვა.

9 კგ სარეცხის მანქანაში კომფორტულად ეტევა ერთი საბანი ან რამდენიმე ბალიში, რაც საშუალებას იძლევა, ამოცანა ერთ ციკლში შესრულდეს.

10 კგ და მეტი ტევადობის სარეცხის მანქანა

თუ ოჯახში ძალიან დიდი საბნები და პლედები გაქვთ, ან თუ ხშირად გიწევთ ამ ტიპის ტექსტილის რეცხვა, 10 კგ და მეტი ტევადობის სარეცხის მანქანა საუკეთესო არჩევანია. ამ ზომის მანქანა ადვილად გაართმევს თავს როგორც მძიმე პლედების, ისე ორმაგი ზომის საბნებისა და ბალიშების რეცხვას.

10-12 კგ ტევადობის სარეცხის მანქანები, განსაკუთრებით, მოსახერხებელია იმ ოჯახებისთვის, რომლებიც ხშირად იყენებენ დიდ ზომის ტექსტილს.

რა უნდა გაითვალისწინო სარეცხი მანქანის არჩევისას?

  • დოლურის ზომა და სტაბილურობა: დიდი ტექსტილისთვის საჭიროა ფართო და მყარი დოლურა, რომელიც არ დაზიანდება სარეცხის დროს.
  • რეცხვის რეჟიმებისა :სურველია, სარეცხის მანქანას ჰქონდეს დიდი ზომის და მძიმე ტექსტილისთვის განკუთვნილი სპეციალური რეჟიმი, რომელიც რეცხვის პროცესს ეფექტურს გახდის.
  • ენერგოეფექტურობა: დიდი სარეცხის მანქანები, ხშირად, მეტი ენერგიის მოხმარებას მოითხოვს, მაგრამ მაღალი ენერგოეფექტურობის მქონე მოდელების არჩევა ამ ხარჯებს შეამცირებს.

რომ შევაჯამოთ, საბნების, ბალიშებისა და პლედების რეცხვისთვის, საჭიროა, მაღალი ტევადობის სარეცხის მანქანა გქონდეს, რომელიც, მაქსიმალურად, შეესაბამება ამ ტიპის ტექსტილის რეცხვის მოთხოვნებს.

 

ავტორი: