|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

როგორ ავიღოთ ავტო სესხი მარტივად?

ავტომობილის შეძენაზე ბევრი ოცნებობს, თუმცა ამ მიზნის განხორციელება, დღესდღეობით, საკმაოდ დიდ ფინანსებთანაა დაკავშირებული. თუ საკმარისი თანხა არ გაქვთ, უნდა იცოდეთ, რომ გამოსავალი არსებობს.

მსოფლიოში ავტო სესხი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი საფინანსო პროდუქტია. ამ გზით თქვენ აღარ მოგიწევთ თანხის დაგროვება და წლობით ლოდინი იმისთვის, რომ სასურველი ავტომობილის მფლობელი გახდეთ. თუმცა სესხის აღებამდე აუცილებელია სწორად შეარჩიეთ კომპანია, რომელიც თქვენი ინდივიდუალური შემოსავლების გათვალისწინებით ხელსაყრელ პირობებს შემოგთავაზებთ.

ავტო სესხი MBC-ში

MBC-ის ავტო სესხი გამარტივებული პროცედურებით შეგიძლიათ მიიღოთ. თუ უკვე ხართ 20 წლის, კრედიტის ასაღებად დაგჭირდებათ მხოლოდ პასპორტი, ან ID ბარათი და ავტომობილის რეგისტრაციის მოწმობა. ემბისის ერთ-ერთი უპირატესობა ისიცაა, რომ ავტომობილი სესხის დაფარვამდე თქვენს საკუთრებაში რჩება, განსხვავებით ავტო ლიზინგისგან, როცა ვალდებულების დაფარვამდე შეძენილი ქონება კომპანიის მფლობელობაშია და რთულია მისი სურვილისამებრ განკარგვა.

სესხზე განაცხადის გაკეთება ონლაინაა შესაძლებელი. კომპანიის ვებ-გვერდზე გადიხართ იდენთიფიკაციის მარტივ პროცედურას, უთითებთ სასურველი სესხის თანხასა და სერვის ცენტრს, სადაც სესხის აღება გსურთ, ასურათებთ ავტომობილს და ელოდებით კომპანიის წარმომადგენლების ზარს. ემბისის ექსპერტები უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებიან და დასტურის შემთხვევაში უახლოეს ფილიალში დაგიბარებენ თანხის მისაღებად. ასე თქვენ აღარ მოგიწევთ რიგში დგომა განაცხადის დამტკიცების პროცესში და ნაკლები ძალისხმევით მიიღებთ სასურველ თანხას.

MBC-ში ავტომობილის შეფასების დისტანციური სერვისი მოქმედებს. კომპანია ინდივიდუალურ შემოსავლებზე დაყრდნობით გადახდის კლებად გრაფიკს ადგენს და საშუალებას გაძლევთ, რომ სხვა საფინანსო ორგანიზაციაში აღებული სესხის პორტირებაც მარტივად მოახდინოთ.

MBC განიხილავს ყველა სახის საკრედიტო ისტორიის მქონე მომხმარებლის განაცხადს და ნებისმიერ მსურველს აძლევს ოცნების ასრულების შანსს. 50 000 ლარამდე ავტო სესხი შეგიძლიათ მაქსიმუმ 72 თვის ვადით მიიღოთ. სესხის მისაღებად შემოსავლების დადასტურება არ დაგჭირდებათ.

ცხოვრების დატვირთული რეჟიმის პირობებში ავტომობილის ქონა კომფორტია, ამიტომ დიდხანს გადადება არ ღირს. უმჯობესია ავტო სესხით დღესვე ისარგებლოთ და სასურველი შენაძენი არ დააყოვნოთ.

MBC ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა, რასაც სწორი ღირებულებები და მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია განსაზღვრავს. გამოცდილი ექსპერტების გუნდი სესხის აღების ნებისმიერ ეტაპზე პროფესიონალურ რეკომენდაციებს გაგიწევთ და თქვენი ფინანსების რაციონალურად განკარგვაში დაგეხმარებათ.

მრავალწლიანი გამოცდილება ადასტურებს, რომ MBC სერვისის გაუმჯობესებაზე მუდმივად ზრუნავს და ბაზარზე კონკურენტუნარიანობას ინარჩუნებს.

ავტორი: