როგორ დავგეგმოთ ოჯახური ბიუჯეტი ქორწილის შემდეგ? (R)
ცერემონია დასრულდა, პატარძალმა თეთრი კაბა გაიხადა, უკვე საქორწინო მოგზაურობიდანაც დაბრუნდა და იწყება ყოველდღიურობა, რომელიც ბევრი დეტალის გათვალისწინებას მოითხოვს. ამ დეტალებს შორის ერთ-ერთი და უმთავრესი ფინანსებია. სწორად დაგეგმილი ოჯახური ბიუჯეტი ბედნიერი თანაცხოვრების წინაპირობაა და ამ საკითხის დარეგურილება თანაცხოვრების პირველი დღეებიდან უნდა დაიწყოთ. სწორედ ამიტომ vivus.ge-ს ბლოგი დღეს რამდენიმე კონკრეტულ რჩევას მოგცემთ აღნიშნულ თემაზე.
რჩევა N1 - გადაიხადეთ თქვენი ფინანსური შესაძლებლობების შესაფერისი ქორწილი
არ ღირს ძვირადღირებული საქორწინო ცერემონიისთვის იმ ფულის დახარჯვა, რომელიც, შესაძლოა, თანაცხოვრებისთვის აუცილებელი ხარჯების დასაფარად გამოგადგეთ.მითუმეტეს დაუშვებელია ქორწილისთვის ისეთი სესხის აღება, რომელსაც მალევე ვერ დაფარავთ.
რჩევა N2 - შეარჩიეთ საოჯახო ბიუჯეტის ტიპი
წინასწარ გადაწყვიტეთ, მეუღლესთან საერთო ბიუჯეტი გექნებათ თუ ცალ-ცალკე უნდა მართოთ საკუთარი ფინანსები. აღნიშნული გადაწყვეტილება დამოკიდებულია თქვენს შეხედულებებზე და ის ერთობლივად, ორივე მხარის სურვილებისა და პრიორიტეტების გათვალისწინებით უნდა იქნეს მიღებული.
რჩევა N3 - გადაიხადეთ ყველა ვალი
ოჯახური ცხოვრების დაწყებამდე, სასურველი და აუცილებელიც კია ყველა იმ ვალის გადახდა, რომელიც დაოჯახებამდე გქონდათ. ამით თქვენ ცხოვრებას სუფთა ფინანსური ფურცლიდან დაიწყებთ და ზედმეტ პრობლემებს აირიდებთ თავიდან.
რჩევა N4 - უძრავი ქონება თქვენთვის პრიორიტეტი უნდა იყოს
იმ შემთხვევაში თუ ვალების გადახდის შემდეგ თანხა დაგრჩათ, აუცილებლად შეიძინეთ საცხოვრებელი ფართი. ამ მიზნისთვის გამოდგება ქორწილში საჩუქრის სახით მიღებული ფულიც. ნუ გაფლანგავთ მას თუ საკუთარი სახლი არ გაგაჩნიათ. საცხოვრებელი ფართის შეძენა აუცილებელ ქმედებების სიაში მაშინაც კი უნდა ჩასვათ თუ თავისუფალი ფული არ გაქვთ. აიღეთ კრედიტი ან ისესხეთ ფული ახლობლისგან და აუცილებლად მოაგვარეთ ეს საკითხი.
რჩევა N5 - ფინანსურად მოემზადეთ შვილის გაჩენისთვის
ფულის გადადება დაიწყეთ ბავშვის დაბადებამდე. უნდა გაგაფრთხილოთ, შვილის გამო შესაძლოა ბევრ რაიმეზე მოგიწიოთ უარის თქმა და მათ შორის საკუთარ ჰობიზეც. ბავშვის გამო მსხვერპლის გაღება ორივე მშობელს უწევს და ამას წინასწარ უნდა შეეგუოთ.
რჩევა N6 - მიიღეთ რჩევები
თქვენ ახალბედა ხართ, ამიტომ არ გაწყენთ გამოცილი ადამიანებისგან რჩევების მიღება. მოუსმინეთ მათ ვინც ეს პერიოდი უკვე გამოიარა. გაეცანით მათ შეცდომებს რათა იგივეს გამეორებისგან თავი დაიზღვიოთ. ეს არ ნიშნავს, რომ ყველას ნათქვამს უნდა დაუჯეროთ, მაგრამ ყველაფრის მოსმენა, გაანალიზება და თქვენთვის მისაღები რჩევების გათვალისწინება ნამდვილად სწორი გადაწყვეტილებაა.
და ბოლოს, „შენი მეგობარი კომპანია - vivus.ge” ბედნიერ ოჯახურ ცხოვრებას გისურვებს და მზად არის დაგეხმაროს ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას.
650 ლარამდე სწრაფი სესხის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს https://www.vivus.ge/
ავტორი: ნიუპრესი
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 83.33%
არა - 16.67%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა