როგორ დავიცვათ უსაფრთხოება გაზქურის გამოყენებისას
გაზქურის უსაფრთხოდ გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან არსებობს გაზის გაჟონვის რისკები.
გაზის გაჟონვა სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს ჩვენი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის. დაუდევრად დამონტაჟებული ან დაზიანებული გაზის მოწყობილობები, გაუმართავი მილები და არასწორი ვენტილაცია გაზის გაჟონვის მთავარ მიზეზებს წარმოადგენს, შედეგად, შესაძლოა მოხდეს ნახშირორჟანგის დაგროვება.
იმისთვის, რომ თავიდან ავირიდოთ შესაძლო საფრთხეები, ამ სტატიაში მოგაწვდი რამდენიმე სასარგებლო რჩევას, რომლებიც დაგეხმარება გაზქურის უსაფრთხოდ გამოყენებასა და შესაძლო საფრთხეების თავიდან აცილებაში.
გაზქურის რეგულარული შემოწმება
- შეამოწმე გაზქურა და გაზის მილები რეგულარულად.
- გაზის გაჟონვის თავიდან ასაცილებლად დაათვალიერე მილი და შემაერთებელი ნაწილები.
- პერიოდულად გამოიძახე სპეციალისტი, რომ შეამოწმოს სისტემა.
- თუ გაზის სუნი იგრძენი, ესეიგი, ბუნებრივი აირი ჟონავს, ამიტომ დაუყოვნებლივ გადაკეტე გაზის მიწოდება და გააღე ფანჯრები და კარები, რომ ჰაერი განიავდეს.
- არ ჩართო და არ გამორთო ელექტრო მოწყობილობები, დაუკავშირდი გაზის კომპანიის სპეციალისტებს.
ვენტილაცია და უსაფრთხოება
კარგი ვენტილაცია აუცილებელია, რომ გაზის შესაძლო გაჟონვა სწრაფად აღმოიფხვრას. ამიტომ, სამზარეულოში აუცილებლად უნდა გქონდეს დამონტაჟებული ეფექტური გამწოვი - ჰაერის მუდმივი ცირკულაციისთვის.
მნიშვნელოვანია გაზქურის სწორი ანთება და გამოყენებაც:
- არასდროს დატოვო ანთებული ქურა უყურადღებოდ
- გამოიყენე მხოლოდ ისეთი ჭურჭელი, რომელიც შესაფერისია გაზქურისთვის.
- თუ სახლში ბავშვები არიან, გაზქურის ღილაკები და სანთებელები მათთვის მიუწვდომელ ადგილას უნდა იყოს.შეგიძლია სპეციალური უსაფრთხოების ბარიერების გამოყენებაც.
- თუ სამზარეულოში ინახავ საწვავს ან სხვა აალებად ნივთიერებებს, ისინი უნდა იყოს გაზქურისგან მოშორებით, რომ თავიდან აიცილო ხანძრის რისკი.
- იმ შემთხვევაში, თუ გაზქურასთან ხანძარი გაჩნდება არ გამოიყენო წყალი, არამედ, მის ნაცვლად, გამოიყენე ცეცხლმაქრი და დაუყოვნებლივ გამორთე გაზის მიწოდება.
- საჭიროების შემთხვევაში, დატოვე შენობა და გამოიძახე გადაუდებელი დახმარება.
გაზქურის უსაფრთხო გამოყენება დამოკიდებულია მის რეგულარულ შემოწმებაზე, ვენტილაციაზე, სწორ ანთებასა და დაკეტვაზე. ამ წესების დაცვა უზრუნველყოფს შენი და შენი ოჯახის წევრების უსაფრთხოებას.
დაიცავი რჩევები, რათა გაზქურის გამოყენება უფრო მშვიდი და უსაფრთხო იყოს. ხოლო თუ შენი მოწყობილობა შეცვლას საჭიროებს და არ ხარ დარწმუნებული მის გამართულობაში, ეწვიე ექსტრას ვებგვერდს და განაახლე.
ავტორი: ნიუპრესი