|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

როგორ ებრძვიან აზიურ ფაროსანას გურიაში [PHOTO]

სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის სამმართველოს ხელმძღვანელი განხორციელებულ სამუშაოებს აფასებს და განმარტავს რომ რეგიონში ყველაზე დიდი რაოდენობით მავნეებელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა და წამლობაც სწორედ აქედან დაიწყო. განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, მავნებლმა ლანჩხუთიდან ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში გადაინაცვლა. აქ წამლობა პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა.

ამ ეტაპზე გურიის რეგიონში უკვე შეწამლულია 20 ათას ჰექტრამდე ფართობის - საკარმიდამო მიწები, ასევე მოიზიდე და მოკალის პრინციპით 8 ათასი ჰექტარი ფართობის ტყის პირები. 

რა გავლენა აქვს  ტემპერატურის მატებას აზიურ ფაროსნასთან ბრძოლის პროცესზე

ზაფხულის პერიოდში ტემპერატურის მატება აზიური ფაროსანას გავრცელბასთან პირდაპირ კავშირშია, სპეციალისტი მავნებლის კიდევ ურო მეტად გააქტიურებას პროგნოზირებს, ნინო შეწირულის თქმით აზიური ფაროსანას აქტივობის შეფასებას მონიტორინგის სისტემებზე დაკვირვებით ხორციელდება.

მისი თქმით, რეგიონში 18 ერთეული სპეცტექნიკა მუშაობს. იმ შემთხვევაში თუ მავნებელთან ბრძოლის პროცესში დამატებითი ძალების მობილიზება გახდება საჭირო, მსგავს დახმარებას აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბი განახორციელებს.

„აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის გეგმა ტემპერატურის მატებასთან ერთად ყოველდღიურად შეიძლება შეიცვალოს. ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანია, ყოველდღიური მონიტორინგი. დღეს თუ ფერომონზე 2 აზიური ფაროსანა დაფიქსირდა ხვალ შეიძლება წამლობის მეორე ეტაპის დაწყების სიგნალის გაშვება გახდეს საჭირო.“ - აცხადებს  ნინო შეწირული.

 

N 1 ამოცანა - ქიმიური წამლობისას მოსახლეობის ინფორმირებულობა

გურიაში, სოფელ შემოქმედის ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ  მავნებლის წინააღმდეგ ტერიტორიების თერმული ნისლით დამუშავებისას მათი წინასწარი გაფრთხილება არ მომხდარა.

„ჩვენს სოფელში არავის გავუფრთხილებივართ. წამლობა რომ დაიწყეს, დილით ბავშვები მოსახლეობას ბაღში მიჰყავდა და მათ თერმული ნისლის გავლა მოუწიათ. ამის შემდეგ ოზურგერთში გააფრთხილეს მოსახლეობა, მაგრამ ჩვენთან არავინ მოსულა.“- ამბობს სოფლეს შემოქმედის მკვიდრი ცისანა ანდღულაძე.

 

მოსახლეობის ინფორმირების პროცესში რომ ხარვეზები იყო ინფორმაცია აქვთ თავად სურსათის ეროვნულ სააგენტოში, ნინო შეწირულის თქმით შეწამვლის პირველი ფაზის დროს მოსახლეობის ინფრომირება რთულად ხდებოდა, თუმცა მეორე ფაზის დაწყებამდე პროცესში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ჩართულობა გაზრდილია.

მისი  თქმით გაფრთხილების შეტყობინება ყველა მუნიციპალიტეტებს წამლობამდე 24 საათით ადრე ეგზავნებათ. სპეციალისტს მიაჩნია, რომ მოსახლეობის ინფორმირებულობაზე ოფლის რწმუნებულების პასუხიმსგებლობაა.

ნინო შეწირული მოსახლეობას კიდევ ერთხელ  ახსენებს უსაფრთხოების ნორმებს:

„შეწამვლითი სამუშაოების დროს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მეფუტკრე ფერმერებთან კომუნიკაცია იყო. გურიაში სპეციალური შეხვედრა მოეწყო სადაც დარგის წარმომადგენლებთან ერთად წამლობის მექანიზმებსა და დროზე იმსჯელეს. სპეციალისტებმა მეფუტკრეთა რეკომენდაციები მაქსიმალურად გაითვალისწინეს.“

მოსახლეობის ინფორმირებულობისთვის გატარებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით, ლანჩხუთის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი განმარტავს, რომ ადგილობრივები წამლობის დაწყებამდე გააფრთხილეს,   ხოლო მეფუტკრეებს სატელეფონო ზარის მეშვეობით მიაწოდეს ინფრომაცია.

 „ჩვენს ადმინისტრაციულ ერთეულში ფართობების თერმული ნისლით დამუშავების დაწყებამდე, მოსახლეობას  ხმის გამაძლიერებლით, ე.წ. რუპორით ვაფრთხილებთ.“ - ლაშა დუდუჩავა.

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ  წამლობის განრიგის ნახვა ასევე შესაძლებელია საიტზე www.farosana.ge.

 

 

ავტორი:

ირმა ჭარაქაშვილი

 

 

 

ავტორი: ნიუპრესი