წულუკიანი -კომიტეტის თავმჯდომარედ, კუჭავა ვიცე-სპიკერად - როგორ განაწილდა თანამდებობები მე-10 მოწვევის პარლამენტში?
დღეს, 11 დეკემბერს, საქართველოს ახლადმოვეული პარლამენტის პირველი სხდომა უპრეცედენტო რეჟიმში, ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე წარიმართა. თუმცა, ამას ხელი არ შეუშლია მმართველი ძალისთვის საპარლამენტო თანამდებობები გაენაწილებინა.
მთავარი მოულოდნელობა იუსტიციის უცვლელი მინისტრის, თეა წულუკიანის, კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ჩამოქვეითება გახდა. მის კანდიდატურა ყველაზე მცირე, ვიკე-სპიკერის პოსტზე მოიაზრებოდა, თუმცა ასე არ მოხდა და ექსმინისტრს ყველას გასაკვირვად, კულტურის კომიტეტი ჩააბარეს.
"ქართულმა ოცნებამ" მე-10 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარედ არჩილ თალაკვაძე აირჩია, პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი გახდა, ხოლო უმრავლესობის კვოტით ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე კახა კუჭავა და დავით სერგეენკო აირჩიეს.
პარლამენტში ვაკანტური დარჩა ოპოზიციისათვის განკუთვნილი ვიცე-სპიკერის თანამდებობები.
მმართველ პარტიას ექნება ერთი ფრაქცია, რომელსაც მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს.
დღესვე პარლამენტში საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეები დაამტკიცეს.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ – ანრი ოხანაშვილი;
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარედ – ირაკლი ბერაია;
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარედ – ირაკლი ქადაგიშვილი;
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარედ – სოზარ სუბარი;
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარედ – ირაკლი კოვზანაძე;
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარედ – დავით სონღულაშვილი;
აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ – ნინო წილოსანი;
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარედ – მაია ბითაძე;
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარედ – ნიკოლოზ სამხარაძე;
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარედ – მაკა ბოჭორიშვილი;
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ – ბექა ოდიშარია;
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ – დიმიტრი ხუნდაძე;
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარედ – თეა წულუკიანი;
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარედ – მიხეილ ყაველაშვილი.
შეგახსენებთ, ოპოზიცია არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევს და პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს.
ავტორი: ნიუპრესი