|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

როგორ გადავიხადოთ კომუნალური გადახდები თიბისი ფეის აპლიკაციაში?

კომუნალური გადასახადების დაფარვა ის საქმეა, რომლის შესრულებაც ყოველთვიურად გვიწევს. სწორედ ამიტომ, თიბისი ფეიმ შექმნა უზადო სერვისი, რომელიც გვეხმარება სწრაფად და მარტივად გადავიხადოთ ნებისმიერი კომუნალური გადასახადი, იქნება ეს ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი თუ წყლის საფასური, 

 

თიბისი ფეის მობილური აპლიკაცია სრულადაა მორგებული მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სასურველი ტრანზაქციის შესასრულებლად სულ რამდენიმე ნაბიჯი დაგჭირდებათ: 

 

  1. გადმოწერეთ აპლიკაცია
    თიბისი ფეის აპლიკაცია უფასოა და აქვს როგორც iOS ასევე Android ვერსიებიც.
  2. გაიარეთ რეგისტრაცია
    იპოვეთ რეგისტრაციის ღილაკი, შეიყვანეთ პირადი ინფორმაცია და გაიარეთ სრულად ციფრული პროცესი სულ რამდენიმე წუთში.
  3. იპოვეთ კომუნალური გადახდები
    იპოვეთ სერვისი კატეგორიების ნაწილში ან ჩაწერეთ საძიებო ველში.
  4. ამოირჩიეთ პროვაიდერი
    თიბისი ფეის აპლიკაციაში იპოვით როგორც დიდ ბრენდებს, ასევე პატარა ლოკალურ ბრენდებს, რომლებიც კონკრეტულ რეგიონებს ემსახურებიან.
  5. შეიყვანეთ მომხმარებლის ნომერი
    ჩაწერეთ მომხმარებლის ნომერი ან პროვაიდერის სისტემაში რეგისტრირებული პირადი ნომერი.
  6. მონიშნეთ სასურველი თანხა
    ყოველთვიურად გადასახდელი თანხა ავტომატურადაც იქნება მონიშნული შესაბამის ველში.
  7. აირჩიეთ გადახდის მეთოდი და გადაიხადეთ
    შეიყვანეთ სასურველი ბარათის მონაცემები და დაასრულეთ გადახდა.
  8. გადმოწერეთ ქვითარი
    წარმატებული ტრანზაქციის შემთხვევაში, ქვითარი იქვე გამოგიჩნდებათ.



როგორც ხედავთ, პროცესი საკმაოდ მარტივი და ლოგიკურია. ამასთან, თქვენ შეგიძლიათ დააყენოთ შეხსენებები ან ავტომატური გადახდა, რაც ნიშნავს იმას, რომ პლატფორმა თავად შეასრულებს ტრანზაქციებს და გადარიცხავს თანხას შესაბამის პროვაიდერთან. ამ სერვისის გამოყენებას რეგისტრაციის შემდეგ უპრობლემოდ შეძლებთ.

 

ავტორი: ნიუპრესი